კოლუმბიის ციხის კანალიზაციის სისტემაში 100 სხეული იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქვეყნის ხელისუფლება ციხიდან ადამიანების გაუჩინარებისა და შესაძლო დანაწევრების შესახებ გამოძიებას ატარებს.
"გასული წლის დასასრულს ბოგოტას ციხე ლა მოდელოდან განუსაზღვრელი რაოდენობით ადამიანების გაუჩინარებისა და შესაძლო დანაწევრების გამო გამოძიება დავიწყეთ,"_აცხადებენ კოლუმბიის გენერალურ პროკურატურაში.
გენერალური პროკურორის, კატერინა ჰეიკ პოიანას განცხადებით, მსხვერპლებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ციხესთან კავშირი არ ჰქონდათ.
"მსხვერპლი არიან პატიმრები, ასევე მათი მნახველები, ადამიანები, რომლებსაც ციხესთან კავშირი არ ჰქონდათ. მათი ნეშტები კანალიზაციის მილების გადინების სისტემაში ჩააგდეს,"_აცხადებს გენერალურ პროკურორი.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანალიზაციის არხში სხეულების პოვნა ერთ-ერთი შეირაღებული დაჯგუფების ყოფილ მეთაურს, ჯეიმსს უკავშირდება, რომელმაც გავრცელებული ცნობით, ციხის მცველები მოისყიდა და იმ ადგილებზე სადაც გაუჩინარებული ადამიანების მკვლელობა მოხდა, ხელი მიუწვდებოდა, თუმცა პატიმარი ბრალდებას უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საკანალიზაციო არხში ნაპოვნი სხეულების იდენტიფიკაცია შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
როგორც ცნობილია, 2000 წელს ლა მოდელოს ციხეში გაუჩინარებული თუ მოკლული ადამიანების შესახებ ჟრნალისტურ გამოძიებას კოლუმბიელი ჟურნალისტი ჟინეტ ბედოია ატარებდა, რა დროსაც ის შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს.
"სიმართლის დადგენა, არა მარტო ბედოიას, არამედ ყველა გაუჩინარებული ადამიანის წინაშე სახელმწიფოს ვალია,"_განაცხადა ჟურნალისტმა.