"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რიგებში ბავშვები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების ტერორიზმთან ბრძოლის სამხედრო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა იტყობინება, "ისლამური სახელმწიფოს" დაღუპული მებრძოლებიდან 89 ბავშვია და მათი ასაკი რვიდან თვრამეტ წლამდე მერყეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ისლამური სახელმწიფო" დაღუპულების რეალურ ვინაობას არ ამხელს, მკვლევარებმა მათი იდენტიფიკაცია მაინც შეძლეს.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ 2014 წელთან შედარებით ტერორისტული ორგანიზაციის საბრძოლო ქმედებებში სამჯერ მეტი ბავშვია ჩართული.
როგორც ერთ-ერთი მკვლევარი, უინტერი აცხადებს, საბრძოლო ქმედებებში ბავშვების ჩართვა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ ფსიქიკას ზიანი არ მიადგება.
"კონფლიქტებში ბავშვების ჩართვა სახელმწიფოების უკანასკნელ სტრატეგიას წარმოადგენს, რომ ბრძოლის ველზე დანაკარგები სწრაფად შეივსოს, მაგრამ მათ ფსიქიკას ტრავმა არ უნდა მიადგეს,"_ამბობს უიტნერი.
მისივე თქმით, მსოფლიო უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ მოხდება ამ ბავშვების ჩვეულებრივ ცხოვრებაში რეინტეგრაცია.
"ისლამური სახელმწიფო მათ უფროსებივით აბრძოლებს. ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუ როგორ ვაპირებთ ამ ბავშვების ნორმალურ ცხოვრებაში რეინტეგრაციას,"_განაცხადა მკვლევარმა.