ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა გეინ იანგმა ღია წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ატყობინებდა, რომ მისი აქტიური ცხოვრების რეჟიმით აღტაცებული გახლდათ.
იანგმა სურვილი გამოთქვა, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა სანადიროდ ან სათევზაოდ პუტინთან ერთად და შემდეგ ამ თავგადასავლის შესახებ ამერიკულ საზოგადოებას ამცნობდა.
ცნობილია, რომ პუტინი თევზაობის და ნადირობის დიდი მოყვარულია, რასაც ბუნებაში გადაღებული მისი რამდენიმე ფოტოსესია მოწმობს.
იანგის აღტაცება კი პუტინის მიერ თეთრ დათვზე გაკეთებულმა გადაცემამ და არბალეტით ვეშაპის მოკვლამ გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჟურნალისტის თხოვნა განხილვის პროცესშია.