BBC-ის ინფორმაციით, სირიაში გუშინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მაუწყებლის ცნობით, სირიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, აფეთქებები სირიის დედაქალაქ დამასკოში და ქალაქ ჰომსში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოში მომხდარი ოთხი აფეთქების შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ჰომსში აფეთქებას 57 ადამიანი ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქებები სირიაში პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიელ ლტოლვილებს ქვეყანაში დაბრუნების არ უნდა ეშინოდეთ.
გავრცელებული ინფორმაციით, 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა სირია ქვეყანაში არსებული ვითარების გამო დატოვა, ხოლო 250 000-ზე მეტი კი საომარ ქმედებებს ემსხვერპლა.