"ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგიკული არაფერია." – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, "პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამის საშიშროებას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ."
რაც შეეხება "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებას, კალაძე მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხები გუნდში უნდა გადაწყდეს და არა – საჯაროდ.