კემბრიჯის ფიცუილიამსის მუზეუმის მკვლევარებმა, ეგვიპტეში, სამარხში 3 000 წლის წინანდელი თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლევარებმა თითის ანაბეჭდი 2005 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ აქამდე არ განუცხადებიათ.
მუზეუმის განცხადებით, მათ ანაბეჭდი კუბოს სახურავზე შიდა მხრიდან აღმოაჩინეს და ის მღვდელს, ნეს-ამუნს ეკუთვნის, რომელიც თებეში მწიგნობართა ტაძრის ხელმძღვანელი იყო.
"ეგვიპტური კუბოებს აქვს უნარი გვაჩვენოს თუ როგორ ზრუნავდნენ და ემზადებოდნენ ეგვიპტელები საიქიო ცხოვრების დასაწყებად,"_განაცხადა ერთ-ერთი გამოფენის კურატორმა.