საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონში ადმინისტრაციული შენობების წინ სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ამავე წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
დღევანდელ დღეს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია, მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved