ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარ ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფლის მაჟორიტარის, ჯუმბერ ბლაგიძის ინფორმაციით, შემთხვევა 24 თებერვალს საღამოს საათებში მოხდა.
"თავად შევესწარი ამ ამბავს. ბიჭი ბებიას ეზოდან გადმოვიდა, რა დროსაც მას მსუბუქი აავტომანქანა დაეჯახა. მიცვალებული ექსპერტიზაზე პროზექტურაში იყო გადასვენებული, ამ დროისთვის კი ცხედარი საკუთარ ოჯახშია გადმოსვენებული. იგი მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა სუფსაში, დედა სამუშაოდაა თურქეთში წასული", -გვითხრა ბლაგიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ახალგაზრდას დაეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა, რასაც ამ დროისთვის შსს-ში არ ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი ვინ დაეჯახა ახალგაზრდას.