საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა იმ სოფლების სია გამოაქვეყნა, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს განხორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები 1 დაბასა და 5 სოფლებში განხორციელდება. ესენია:
დაბა ქვედა ნასაკირალი და სოფლები: ნასაკირალი, ქვედა ბახვი, ციხისფერდი, შრომა და წვერმაღალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება 5 სოფელში მოხდება:
ბუკისციხე, დაბლაციხე, შუა ამაღლება, ამაღლება და სამება.
რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, გაზიფიცირების სამუშაოები შემდეგ სოფლებში ჩატარდება:
წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved