ამ წუთებში ოზურგეთში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ხუთი წუთით დაასწრეს. ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება მაშინ მოთხოვეს, როდესაც სიტყვით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე გამოდიოდა სიტყვით.
"გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. მედიის წარმომადგენლებისთვის მხოლოდ ხუთი წუთი იყო გამოყოფილი კონფერენციაზე დასასწრებად" – გვითხრა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ორგანიზატორებს დაავიწყდათ ან კიდევ გამორჩათ, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენციის დაწყებამდე ეცნობებინათ, რამდენი წუთით შეეძლოთ დარჩენა დარბაზში.
"ქართული ოცნების" კონფერენცია ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს.





































































