დღეს ოზურგეთში "ქართული ოცნების" კონფერენციის პარალელურად, თეატრის მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და აქცივისტებმა, საპროტესტო აქცია – "არა გაზპრომს" გამართეს.
აქციას თვალყურს ადევნებდნენ შსს გურიის პოლიციის მაღალჩინოსნები. მათ ალყა შემოარტყეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და შეეცადნენ აქცია ჩაეშალათ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულნი გადაადგილდებოდნენ და იცავდნენ იმ პერიმეტრებს, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
პოლიცილებსა და "ნაცმოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი შეურაცყოფა ფიზიკურ დაპირიპირებაშიც გადაიზარდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დავით მჟავანაძის განცახდებით, პოლიცილებს ჰქონდათ კონკრეტული დავალება, არ გაეღიზიანებინათ კახი კალაძე.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო ერთადაერთი, რომ გვეთქვა "არა გაზპრომს." ისინი კი მოიქცნენ სამარცხვინოდ. პოლიცია ხელისუფლების ბინძური დავალებების შემსრულებულია"_ ამბობს მჟავანაძე.