"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, 25 თებერვალს, "ქართული ოცნების"საოლქო ყრილობაზე ოზურგეთში, "რესპუბლიკელები" სტუმრის სტატუსითაც არ იყვნენ მიწვეულები.
ამ ინფორმაციას, "გურია ნიუსთან" საუბრისას, რესპუბლიკული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე და "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის ბიუროს წევრი, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილიც ადასტურებენ.
ორივე მათგანი ამბობს, რომ ეს იყო შიდაპარტიული ყრილობის არჩევნები.
"არა, არ ვესწრებოდი. მე როგორც ვიცი, მათ ჰქონდათ პარტიისა და ბიუროს არჩევნები"_ ამბობს ნინო გოგუაძე.
_ ქალბატონო ნინო, არც სტუმრის სტატუსით ყოფილხართ მიწვეული?
_ არა, არ ვყოფილვარ სტუმრის სტატუსით მიწვეული, იმიტომ, რომ მე როგორც ვიცი ,ეს იყო შიდა პარტიული ყრილობა, აქედან გამომდინარე, ალბათ არ ვიქნებოდი მიწვეული სტუმრის სტატუსითაც, რადგან არ ვარ "ქართული ოცნების“"წევრი, მე ვარ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, არც ჩემი პარტიის წევრები არ იქნებოდნენ, რადგნ ის სხვა პარტია და ჩვენ სხვა პარტია ვართ..
გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მოწვეულები იყვნენ მხოლოდ ინტელიგენცია და საზოგადო მოღვაწეები
"ვინაიდან, ეს იყო შიდა პარტიული ყრილობა, შიდა ღონისძიება, თავად პროტოკოლი არ ითვალისწინებდა სხვა პარტიის წარმომადგენლების დასწრებას.
სტუმრის სტატუსით მოწვეულები იყვნენ მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები, გურიის ინტელიგენცია "_ გვითხრა ერქომაიშვილმა.