https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მაკვანეთის ქათამს” არ სჭირდება “სუქი-სუქი”

2:05; 4.05.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, გიზო და ბადრი ცეცხლაძეების ძმობამ ერთობლივ საქმეშიც განსაკუთრებული ნიშა შეიძინა _ ქათმების ფერმის გაკეთების იდეა წლების წინ გაუჩნდათ და წვალებითა და გაჭირვებით დაწყებულ საქმეში სული და გული ჩადეს. ყიდდნენ, რის გაყიდვაც შეიძლებოდა, რომ თუნდაც გროშების დაზოგვით, საქმე წამოეწყოთ. მონდომებამ და ინტერესმა თავისი ჰქნა _ “ინდმეწარმე ბადრი ცეცხლაძის” მიერ დამზადებულ ქათამს “მაკვანეთის ქათამი” მომხმარებელმა საკუთარი გემოვნებით, ამ უგემრიელესი პროდუქტის დაგემოვნების დღიდან შეარქვა.

პოპულარობამ რეგიონში ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ არა ერთი ქათმის ფერმის მფლობელი ბაზარზე მაკვანეთლობას იჩემებს, ოღონდ საკუთარი გაასაღოს. ესაა, ზოგი ვერ მიხვდა, “რით აყვითლებს” გიზო ცეცხლაძე ქათამს, რა საიდუმლო იცის ბადრიმ. უსვამენ კითხვებს და ძმებსაც ერთი ხუმრობანარევი პასუხი აქვთ, “სუქი-სუქი” არ სჭირდებათ, ბატონო, ყვითელ სიმინდს ვაჭმევთ იმდენს, რამდენიც საჭიროა, “ფალშივი” საკვები ჯერ ქათამს წაუხდენს ელფერს და მერე _ კლიენტსო.

ცეცხლაძეები მიწის შვილები არიან და კარგად იციან, ბებია-ბაბუები შინაურ ფრინველს ყვითელი სიმინდით კვებავდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქონის მბზინავ ოქროფეროვნებას თვალი მოეჭრა, არამედ გემო და ხარისხიც იყო გადამწყვეტი. ძმებმა სწორედ აქეთ აიღეს გეზი და დღეს დახლებზე მათი პროდუქცია ნაკლებად ჩერდება.

ცეცხლაძეებთან სტუმრობის დროს, ჩვენი მასპინძელი, ქათმის მოძალებულ დამკვეთთა უამრავ სატელეფონო ზარს მორჩილად, ხანაც ბოდიშით პასუხობდა, საკმარისი რაოდენობის პროდუქციის არქონის გამო.

მართალია, ძმები ცეცხლაძეები ერთად შრომობენ, მაგრამ მათი ოფიციალური სტატუსი “ინდმეწარმე ბადრი ცეცხლაძეა”. ენაწყლიანობით და სხარტი აზროვნებით გიზო გამოირჩევა, თუმცა, ძალიან წუხს წარსულში ნანახ ზარალზე, როცა 300 კურდღელი დაეღუპა და მცირე ბიზნესი ჩაუვარდა. მერე იყო ქათმის გრიპი და როცა დარწმუნდა, რომ ამ საშიშროებამაც გადაიარა, თვალი “ბროილერს” დაადგა. ეს სახორცე ჯიშის ქათამია, რომელსაც მხოლოდ ამ დანიშნულებით ზრდიან და კვერცხის ან ცოცხალი სახით გაყიდვას არ ახდენენ.

საკარმიდამო ეზოში გეგმაზომიერად გამართული სამეურნეო კომპლექსია განთავსებული, სადაც თანმიმდევრულადაა განლაგებული საწყობი (საკვების შესანახი, წისქვილი, საფშვენი და საფქვავი მოწყობილობა), წიწილების გამოსაყვანი და საზრდელი განყოფილებები. ახლა აქ 16 ადამიანია დასაქმებული. ამ დონემდე მოსვლას საკმაო დრო დასჭირდა _ თავიდან თვითნაკეთი ყუთებითა და ბუდეებით სარგებლობდნენ. მერე შეიძინეს გალიები, ინკუბატორი. ხელსაქმე ეხერხებათ და ბევრ რამეს საკუთარი ფანტაზიითა და გულმოდგინებით აკეთებდნენ. ასე დაიძრა საქმე. ხუთი წლის წინ, მილენიუმის პროგრამით გრანტი მოიგეს, 43 ათასი დოლარის ოდენობით და წელში გაიმართნენ.

_ ამის შემდეგ გავაკეთე სასიმინდე, საწიწილე, ინკუბატორი, აბანო, მუშების ოთახი, გათბობისა და სავენტილაციო სისტემა, ელექტრო და წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, _ ამბობს ბატონი გიზო.

“ბროილერის” ჯიშის ერთდღიანი ასაკის წიწილები ქუთაისიდან მოჰყავთ და შესაბამის ტემპერატურაზე საწიწილეში ათავსებენ 12 დღის მანძილზე. აუცილებელია, დღეში სამჯერადი კვება, რაზეც მოვლა-პატრონობისას უმთავრესი აქცენტი კეთდება. წყალი, სითბო და საკვები ზომიერ და თანაბარ რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეთ, შემდეგ საზრდელ განყოფილებაში გადაჰყავთ და 45 დღისა, უკვე იკვლება. “ბროილერი” 5 კილოგრამამდე იზრდება, თუმცა, ასაკი შერჩეულია და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით მზადდება. სულ ინკუბატორში 3 500-4 000 წიწილა იზრდება, აქედან, 1 500 დასაკლავია, შემდეგ მოდის მეორე და მესამე ასაკობრივი ჯგუფი. ასეთი მონაცვლეობით სამუშაო ტემპი არ ვარდება და ცეცხლაძეებს მუდმივად ჰყავთ კლიენტურა. ქათმების დაკვლის პროცესი 10 დღის მანძილზე გრძელდება, შემდეგ მომდევნო ეტაპი იწყება.

ცეცხლაძეებმა “მაკვანეთის ქათამი” ყვითელი სიმინდითა და მუხლჩაუხრელი შრომით იმდენად პოპულარული გახადეს, რომ ზოგან ბატონი გიზო ასეთ ფაქტსაც შესწრებია: ინებეთ, მაკვანეთის ქათამიო, უთხრეს. როცა გამყიდველს ჰკითხა, მე თქვენთან არ ჩამიბარებია ჩემი პროდუქცია და რას მთავაზობთო, აღმოჩნდა, რომ ჩამბარებელმა “დაიბრალა” ცეცხლაძეობა.

გიზო ცეცხლაძეს ახლა სხვა საფიქრალი გაუჩნდა, უფრო სწორად, წარმატებულმა ბიზნესმა ახალი იდეა თავისთავად მოაწოდა _ დროთა განმავლობაში, იმდენად ბევრი მოგროვდა ქათმის სკორე, რომ უკვე 12 ტონიანი ავზი გაავსო. წყალთან შერევით სპეციალურ თხელ მასას უზარმაზარ ჭურჭელში იმისთვის აგროვებს, რომ ბიოგაზის დანადგარი ააგოს. როგორც თვითონ ამბობს, ინკუბატორს ნახერხით ათბობს, რაც შრომატევადი და ხარჯიანია. ახლა მეორე ავზის შეძენაზე ფიქრობს, რასაც პირველის გვერდით, სპეციალურ ორმოში ჩადგამს. მშენებლობის საწყის ეტაპზე სათბურის გაკეთებას და შემდეგ ბიოსასუქის მიღებასაც გეგმავს:

_ ჩემი უახლოესი მიზანი ბიოგაზის და ბიოსასუქის მიღებაა, უნდა ავაშენო სათბურიც. ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე არ იქნება. ერთმა უცხოელმა შემაგულიანა, ბიოსასუქს თუ მიიღებ, შემოსავალს და მოგებას მერე ნახავო. ისე მაქვს გულში ამოჭრილი, რომ არ გავაკეთო, არ მოვეშვები. უამრავ გასაჭირს გავუძელი და რაღაც შევქმენი, ახლა ჩემივე გაკეთებული საქმე მთავაზობს უკეთეს საკეთებელს და უკან დასახევიც არ მაქვს, ისე შევიჭერი საქმეში, _ ამბობს გიზო ცეცხლაძე და კრედიტის გამოტანაზე ფიქრობს, რადგან საკუთარი შემოსავლით, მიუხედავად წარმატებული ბიზნესისა, ახალი იდეის გახორციელებას ვერ შეძლებს. მისი აზრით, 35-40 ტონა ბიოსასუქის დამზადება უნდა შეძლოს, რაც ძალზე დიდ მოგებას მოუტანს:

_ ქათამი არაფერი გამოჩნდება ამასთან შედარებით, თუმცა, მასზე ხელს ვერ ავიღებ, რადგან ჩემი წარმატების საფუძველი სწორედ გამართული ქათმის ფერმაა, _ ამბობს ის და ვარაუდობს, რომ დამატებით 10 სამუშაო ადგილს მაინც შექმნის.

ახლა ცეცხლაძეებთან, მათივე ოჯახების წევრების გარდა, 9 მეზობელია დასაქმებული, სულ 15 ადამიანი. თითოეულის ხელფასი, საშუალოდ, 150-200 ლარია.

_ დედაჩემი 85 წლისაა და უთენია, დილის 5 სათზე ანთებს ცეცხლს. შუაღამემდე არ მძინავს, მაგრამ ვუძლებ. საქმეში სული და გული თუ არ ჩადე, ერთ წიწილასაც ვერ გაზრდი, არა თუ მთელ ფერმას მოუვლი. ნებისმიერი საქმე ასეა, თუ წამერად ყურადღება მოადუნე, წლობით ნალოლიავებიც წახდება. წარმატებული თუ გინდა იყო, მუდამ უნდა ფხიზლობდე. ჩემი მიზანი საბოლოოა _ 56 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, ამის მიღწევას შევძლებ, ბიოგაზის დანადგარს ავამოქმედებ და ბიოსასუქს მივიღებ, _ საკუთარ თავს შეჯიბრში კიდევ ერთხელ, ამჯერად ჩვენი თანდასწრებით, იწვევს გიზო ცეცხლაძე და “ჩახანასთან” მოფუსფუსე მოხუც დედას გასცქერის _ მომეჩვენა თუ გუმანით ვიგრძენი, რომ დიდ ენერგეტიკის მოდინებას შვილი მშობლისგან მომავალ საქმეშიც ელის.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ვინ დააბრუნებს მიტაცებულ 12 000 ლარს

ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი საპატრულო სამსახურისთვის ფარატინა ფურცელია

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო