"ბათუმის წყალის" ხელმძღვანელი ალეკო მიქელაძე შესაძლოა გადადგეს. "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიქელაძე აღნიშნულთან დაკაშირებით სპეციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
უკვე ცნობილია რომ მიქელაძეს ჟურნალისტებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თუმცა, წინასწარ არ ვრცელდება იმ განცხადების შინაარსი, რის თქმასაც მიქელაძე მედიის წარმომადგენლებთან აპირებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც ბათუმში რესტორან "BK"-ში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა შესაბამის სამსახურებს დაავალა; კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთებოდა ჩინოვნიკი სამსახურს დატოვებდა.
ინციდენტი რესტორან "BK"-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ალეკო მიქელაძეს სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზეს და ამის გამო მან რესტორანს, შურისძების მიზნით, წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
რესტორნის მფლობელები თავდაპირველად პროკურატურისთვის მიმართვას აპირებდნენ. მიქელაძემ კი, ინციდენტი უარყო და განაცხადა, რომ წყლის მიწოდება რესტორანს დაზიანების გამო შეუწყდა.
ცნობისთვის, 2011 წელს, ალეკო მიქელაძე დაპატიმრებული გახლდათ და პროკურატურა მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. მაშინ აქტიურად საუბრობდნენ, რომ მისი დაკავება "ბათუმის წყალს" და იქ მიმდინარე მაქინაციებს უკავშირდებოდა.
ამავე თემაზე:
"თუ ეს დადასტურდება, მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა" _ პრემიერი
დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დამტკიცდება- რას აცხადებს "ბათუმის წყლის" დირექტორი