მომღერალ უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილის, ბობი ქრისტინა ბრაუნის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია. აღნიშნულ ინფორმაციას NBC NEWS ავრცელებს.
სამედიცინო ექსპერტის თქმით, ბობი ქრისტინა ბრაუნი გარდაცვალების დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, რის გამოც აბაზანაში წყალში ჩაიძირა.
გარდა ამისა, მის სიკვდილზე გავლენა ალკოჰოლმა და მარიხუანამ მოახდინა, რასაც სედაციის ანუ შფოთვის სამკურნალოდ იყენებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ დააპატიმრა ბრაუნის მომვლელი ქალი, რომელიც თავს მედდად ასაღებდა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაურკვეველი ხდება, მან თავი მოიკლა თუ მოკლეს.
გავცელებული ინფორმაციით, ბობი ქრისტინა ბრაუნი 22 წლის ასაკში დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ბრაუნის მეურვემ ბობი ქრისტინას ქმარს, ნიკ გორდონს საბანკო ანგარიშიდან 11 მილიონი დოლარის მოპარვა დააბრალა.
გარდა ამისა, ბობი ქრისტინას მეურვემ ნიკ გორდონს მის მკვლელობაში დასდო ბრალი.
მეურვის თქმით, ნიკ გორდონმა ბობი ქრისტინას ტოქსიკური კოქტეილი დაალევინა და მას შემდეგ რაც გოგონამ გონება დაკარგა, წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინა.





































































