საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ოჯახის საკუთრებაში ორი საცხოვრებელი სახლი და ერთი მიწის ნაკვეთია.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 7 მარტს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ბოჭორიშვილი უძრავ ქონებას არ ფლობს. თუმცა, მამის, ავთანდილ ბოჭორიშვილის საკუთრებაშია თბილისში, სოფელ დიღომში , მდებარე 595.00 კვ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე ტერიტორიაზე 350.00 კვ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი. ხოლო დედის, მარიამ ბოჭორიშვილის სახელზეა საცხოვრებელი სახლი თბილისში, აბაშელის ჩიხი #5-ში, რომლის ფართობი 68.00 კვ.მ-ია.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ქეთევან ბოჭორიშვილს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 234.00 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2243.00 ლარი ჰქონდა; ანაბარზე კი, – 504.00 დოლარი.
დედას, მარიამ ბოჭორიშვილს კი, საქართველოს ბანკის ანაბარზე 39378.00 დოლარი და 254.00 ლარი ერიცხებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, 2006 წლიდან 2015 წლამდე მარიამ ბოჭორიშვილი შპს საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკა“-ს პარტნიორი იყო. თუმცა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მას 2015 წელს ამ ორგანიზაციიდან შემოსავალი არ მოუღია.
რაც შეეხება ოჯახის წლიურ შემოსავალს, საერთო ჯამში 108 808 ლარი იყო. აქედან, ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტიდან 101790.00 ლარის შემოსავალი მიიღო; მარიამ ბოჭორიშვილი სამედიცინო კოლეჯი ,,პანაცეა“-ს ლექტორის თანამდებობიდან 1715.20 ლარი; სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლის პოსტიდან – 2071.40 ლარი, ხოლო განათლების ხარისხისა და განვითარების ცენტრი შტატგარეშე კონსულტანტის თანამდებობიდან 3232.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ბოჭორიშვილის სახელზე სამი სესხია.
კერძოდ, 40 000-დოლარიანი იოთეკური სესხი 2009 წელს აუღია და ვადა 2015 წელს ამოეწურა. ბოჭორიშვილმა სესხის პროცენტის დასაფარად კი, 889.00 დოლარი გადაიხადა.
"ვი თი ბი" ბანკთან დადებული 67000.00-დოლარიანი უნივერსალური იპოთეკური სესხი ბოჭორიშვილმა 2014 წელს აიღო და ვადა 2021 წელს უმთავრდება, პროცენტის დასაფარად კი, წინა წელს 19641.39 დოლარი გადაუხდია, რაც შეეხება 20 000-ლარიან ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს, ბოჭორიშვილმა ხელშეკრულება 2015 წელს გააფორმა და საქართველოს ბანკში 20 405.09 ლარის შენატანი აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება ქეთევან ბოჭორიშვილის წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტროდან მან 99289.00-ლარის შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, ის განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის შტატგარეშე მომუშავეც იყო, რისთვისაც 2736.00 ლარი აქვს მიღებული, ხოლო შპს "სილამაზის ხელოვნების აკადემიის" მასწავლებელის პოზიციიდან 330.00 ლარის შემოსავალი.
2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტისთვის 62129.27 ლარი აქვს მიღებული, ზუსტად ამდენივე იყო მინისტრის მოადგილის შემოსავალი 2012 წელსაც.