ამ წუთებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" მართავს შეხვედრას, რომლის თემაა მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
"ასეთი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუგლების წარმომადგენლებისთვის, რათა გამონახონ გზები სამომავლო თანამშრომლობისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ აქტიური მოქალაქე ადგილობრივი დემოკრატიის სიძლიერეა." – თქვა "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.