დღეს ლარი კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.417 ლარია.
სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის გაყიდვა 2.29 ლარად, ხოლო ყიდვა 2.31 ლარადაა შესაძლებელი.
საქართველოს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.
"ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენს ლარის კურსზე, წინა პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა 2015 წელს, გადმორიცხვები და უცხოური გზავნილები შემცირებულია 2016 წლის პირველ ორ თვეში, საგარეო ვაჭრობის კუთხით ექსპორტი უფროა შემცირებული, ვიდრე იმპორტი, მაგრამ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია მაინც გრძელდება. ყველა მაჩვენებელი, რაც ზეგავლენას ახდენს ლარის კურსის ფორმირებაზე, დარჩა იგივე. მთავარი, ჩემი აზრით, არის ის მოლოდინები, რაც ეკონომიკაში არსებობდა. ლარის კურსი ასე ზალიან იმიტომ გაუფასურდა, რომ ბაზარზე იყო პანიკური მდგომარეობა შექმნილი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და მთავრობის წარმომადგენლებიც ხშირად სრულიად უპასუხისმგებლო განცახდებებს აკეთებდნენ ან აგვიანებდნენ განცახდებების გაკეთებას. შესაბამისად, მოსახლეობაში იყო უარყოფითი ხასიათის მოლოდინი და ხალხი ცდილობდა უცხოური ვალუტის შენახვას. აქედან გამომდინარე, ლარი გაუფასურდა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენს ქვეყანას ქონდა უცხოური ვალუტის დანაკლისი. ახლა, როდესაც წავიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც პანიკას ქმნიდა, შესაბამისად სიტუაცია დაწყნარდა და მოლოდინები არის სტაბილურობისკენ მიმართული. ამიტომ ლარი მყარდება. თუ დააკვირდებით, გადამცვლელ პუნქტებში ის მოლოდინები აისახება, რაც რეალურადაა საზოგადოებაში. თუ გუშინ ბანკებში დოლარის ფასი იყო 2.41, სავალუტო ჯიხურებში 2 . 36-ზე ჩამოვიდა. დღეს კი ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდა და სავარაუდოდ გამყარება კვლავ გაგრძელდება."-განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა "გურია ნიუსს,"