როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ლექტორებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყების წინ თვითმართველობის წევრებმა არ ისაუბრეს, თუ რა საკითხებს განიხილავენ, მაგრამ აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნა ძალაში რჩება. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის წევრებმა პაპავას გადადგომისთვის 1 საათიანი ვადა მისცეს, რომელიც უკვე ამოიწურა, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
თუმცა დაიწყებენ თუ არა ისინი შიმშილობას, პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეხება საინიციატივო ჯგუფის მოლოდინს, ისინი წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი აზრით, ნორმალური ვითარება უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტში და შემდეგ ვიფიქროთ პრობლემების გადაწყვეტაზე, ვინაიდან ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება.
ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფის წევრები თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრამდე "აუდიტორია 115"-ს შეხვდნენ.