რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურში, კინოს სახლის ეზოში, მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ბუკისციხის, შუაფარცხმის საჯარო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო და ჩოხატაურის პირველი სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სამხატვრო სკოლის, სამუსიკო სკოლის მიოსწავლეთა და სკოლამდელი დაწესებულება “მომავალის” აღსაზრდელთა ნამუშევრები. გამოფენილი იყო ტკბილეული, ათასგვარი ნუგბარი და ხელით შესრულებული ნაკეთობები. აქციაზე 500 ლარი შემოვიდა. ეს თანხა მოხმარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებს.
ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბიბლიოთეკების გაერთიანება და კულტურის ცენტრის თანამშრომლები.