ქალთა ჩოგბურთის მოყვარულთა კლუბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 80 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდები საუკეთესოდ დასახელდა.
ამჟამად დისკვალიფიცირებული შარაპოვას სოციალური ქსელის გვერდები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"ფეისბუქზე" შარაპოვას ოფიციალურ გვერდს 11,1 მილიონი "ლაიქი" აქვს, ხოლო "ტვიტერზე" რუს ლამაზმანს 705 ათასი მკითხველი ჰყავს.