ევროკავშირის ლიდერები თურქეთისთვის მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით შესათავაზებელ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეთანხმების შემთხვევაში საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული მიგრანტები თურქეთმა უკან უნდა დააბრუნოს, ხოლო სანაცვლოდ ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევს ან შენგენის ზონაში თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს.
გავრცელებული ცნობით,აღნიშნული წინადადება თურქეთს ევროკავშირმა დღეს უნდა წარუდგინოს, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეტ დავითოღლუმ კი განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთი მიგრანტებისთვის ციხედ იქცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საბერძნეთში საზღვარზე მიგრანტებისთვის განთავსებულ ბანაკებში ათი ათასობით ლტოლვილი იმყოფება.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ორ დღიან სამიტზე მიგრანტების კრიზისთან საბრძოლველად თურქეთის როლის მნიშვნელობაზე მსჯელობენ.