ამ წუთებში შეკვეთილში ზღვიდან ხის გადმოტანის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გადმოტანის პროცესს უამინდობა აფერხებს.
"დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ შეკვეთილში უკვე შემოვიდა გემი." – გვითხრა ნატანების დეპუტატმა, დავით სიხარულიძემ.
"როგორც მე ვიცი, ხის გადმოტანას მისი პროცედურები აქვს. სხვა ნამდვილად არ ვიცი რა ხდება." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ურეკის დეპუტატმა, ბიძინა იმნაშვილმა.
ინფორმაციისთვის, შეკვეთილში ასწლოვანი ხის, აფრიკული "ტიტას" წყლიდან ხმელეთზე გადატანის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.