ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2016 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განუხილველი დატოვა, რადგანაც მხარემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის ან რაიმე სახის უფლებამონაცვლეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა პროცესში მონაწილე აწ. გარდაცვლილი მამია ჯანელიძის უფლებამონაცვლეობის შესახებ.
მამია ჯანელიძის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს.2015 წლის 16 ივნისის განჩინებით შეჩერდა.
საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. "კაპროვანის" მიწის ნაკვეთებზე დავას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 2015 წლის 16 ივნისს გაიმართა, ამის შემდეგ პროცესი შეწყდა და 22 მარტს გაიმართა.
როგორც დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს, ერთ-ერთმა პიროვნებამ, როლანდ ჯანელიძემ რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთლიანად მიითვისა, რის საწინააღმდეგოდაც დაახლოებით 68 მესაკუთრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ნატანებისა და ვაკიჯვრის თემს წარმოადგენს.
დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრული იქნა ორი სარჩელი და თითოეულმა სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ასევე რამდენჯერმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეთა წარმოების შედეგად ყველა სახის სამართალწარმოება მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ დამთავრდა.
2012 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა შეწყვიტა და დაზარალებული მოსახლეობა გაამართლა.
2012 წელს უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიწები ეკუთვნოდა ხალხს, ოფიციალურად დაუბრუნდათ კიდეც და მიეცათ საშუალება, რომ ამ მიწებით ესარგებლათ, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და მიწებიც დაიკანონეს.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრა და მოითხოვა 68 მესაკუთრეზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა.
სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ" მოითხოვა, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ამ ადამიანების საკუთრების უფლების გაუქმება და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.
სასარჩელო მოთხოვნა ასეთია: "ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა ის გადაწყვეტყილება, რომლითაც განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია".
ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 მარტს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება წარედგინა, რომელიც ეხებოდა ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარში (კაპროვანი) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.
" მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში (ე.წ. კაპროვანი) მდებარე უძრავი ნივთზე,დაუზუსტებელი ფართით 205200 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია29.08.10 წლიდან, ხოლო ჯერ 10.05 04 წლიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გახლდათოზურგეთის რაიონის გამგეობის საკუთრება და მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 49წლიანი ვადით იჯარის უფლებით, მოიჯარე – როლანდ ჯანელიძე"_აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე საუბარია 2012 წლის 5 მარტის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:
"გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ.ლაღიძის 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით გახდა ცნობილი, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ.
მართალია შეწყდა გამოძიება ოზურგეთის მუნუციპალიტეტის ვაკიჯვარის თემის სოფელ ფამფალეთის აგრარული რეფორმის კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე, თუმცა გამოძიების პროცესში ცალსახად იქნა დადგენილი, რომ კომისიის წევრების მიერ ვითომდა მოქალაქეებზე კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა ზღვისპირა ზოლში, ე.წ. კაპროვანის ტერიტორიაზე ფამფალეთის კუთვნილი ტერიტორიების დანაწილება.
"აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინასადავო რეგისტრაციები, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციებით უსაფუძვლოდ შეილახასახელმწიფო საკუთრების უფლება ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში მდებარე უძრავ ნივთზე."
დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკვეთება ახალი დეტალი, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ ირკვევა:
"საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ შპს ,"აზერბაიჯანული-ქართული ბიზნეს ჯგუფის" დირექტორმა როლანდ ჯანელიძემ 2014 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა მაშინდელ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელშიც მიუთითა, რომ ეს ფირმა აპირებს საქართველოში ზღვისა და მთის ტურიზმისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ასევე ქართული კულტურის მხარდაჭერას და ა.შ. ამავე წერილში, აღნიშნულია, რომ ჯანელიძეს იჯარით აღებული ჰქონდა 20,52 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა მოქალაქეებზეა (საუბარია ამჟამინდელ მოპასუხეებზე) გაცემული საკუთრებაში. რომელშიც ჯანელიძე მიუთითებს იმ უსამართლობაზე და ითხოვს სამართლიანობის აღდგენის სახით მისთვის პირდაპირი წესით მიწის მიყიდვას. ამავე წერილის შინაარსიდან: – "ერთი სიტყვით გაგვაჩნია, მორალური და სამართლებრივი საფუძველი ჩემი ოჯახის მიერ ათწლეულებით ნაშრომ საიჯარო ნაკვეთზე – გთხოვთ სამართლიანობის აღდგენას, აქვე – "გთხოვთ კანონით დაგენილი პროცედურების გავლით პირდაპირი მიყიდვის წესით მოგვცეთ ზემოთ დასახელებული მიწის ნაკვეთები."
მხოლოდ ზემოთხსენებული წერილი დარჩა საკმარისი გაუქმება, ისე, რომ არ გაითვალისწინა ადრეულ წლებში მიმდინარე სასამართლო განხილვის შედეგები, რა დროსაც საქმის განხილვისას მხარის უფლებებით ჩართული გახლდათ სახელმწიფო ორგანო, რომლის უფლებამონაცვლეც ამჟამად სააგენტო გახლავთ და თუ რაიმე სახის პრეტენზია გაჩნდა მოქალქეების მიმართ ამ დავის მიმდინარეობისას, უნდა განეცხადებია. ფაქტია, რომ სააგენტომ საქმის გარმოებების ყოველმხრივი შესწავლის და მოქალაქეების აზრის გათვალისწინების გარეში იმისათვის, რომ სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს" სარჩელით მიემართა და მოეთხოვა სოფელ ნატანებისა და ვაკიჯვარის მოსახლეობაზე მიწის რეფორმით გაცემულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლება დაიწყო როლანდ ჯანელიძის თხოვნის შესრულება სარჩელის წარდგენის გზით.
ცნობისათვის სწორედ როლანდ ჯანელიძესა და მესაკუთრეების ჯგუფს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ადრეულ წლებში, რაც მოქალაქეების ჯგუფის სასარგებლოდ დამთავრდა. ამასთანავე იგი გახლავთ მამია ჯანელიძის შვილი, რომელსაც ასევე უჩივლა სააგენტომ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება იგივე მამია ჯანელიძის გარდაცვალების გამო შეჩერდა. ამ დროისათვის საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსახლეობასა და სსიპ "სახელმწიფო ქონების სააგენტოს" შორის მიმდინარეობს სერიოზული დაპირისპირება რეფრომით გაცემულ მიწების თაობაზე, მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაგვიანებაც კი საკუთრების უფლების დაკარგვას ნიშნავს და სოფლის მოსახლეობას ყოველი გოჯი მიწისათვის ნამდვილი ბრძოლა უწევს სახელმწიფოსთან, რომელიც წესით მისი უფლების დამცველი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ სოფლის მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელობა და მერე ისიც წარმოიდგინეთ რა ჭკუაზე დადგება მიწაწართმეული გლეხი, რომელმაც ვერაფრით ვერ გაარკვია რას ემართლებოდა სახელმწიფო ან კიდევ რატომ წაართვეს რეფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გადახედოს სოფლის მოსახლეობასთან ამდაგვარი დამოკიდებულების პოლიტიკას და რეალურად უნდა აამუშაოს მის ხელთ არსებული მედიაციის საშუალებები, რომელიც ამ დროისათვის მხლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად ვერ ახდენს მოქალქესა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფლიქტების ვერც პრევენციას და ვერც აღმოფხვრას." _ აღნიშნავს ჩავლეშვილი.