https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დისკრიმინაცია რელიგიის სახელით და ფაქტები, რომელსაც სახალხო დამცველი სწავლობს

20:03; 27.03.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღეების შემდეგ, თითქმის 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს, დისკრიმინაციის გამო, 145 განცხადებით მიმართეს, აქედან, 109 საქმის შესწავლა დასრულებულია.

რამდენად ხშირია რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტები, როგორც რეაგირებს სახელმწიფო კონკრეტულ შემთხვევებზე და რა რეკომენდაციებს აწვდის მთავრობას სახალხო დამცველი. "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს მაკა სტივენსონს ესაუბრა.

_ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების შემდეგ რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და რამდენმა მომჩივანმა მომართა სახალხო დამცველის ოფისს?

_კანონის ამოქმედების დღიდან სახალხო დამცველის ოფისში სულ შემოვიდა 145 განცხადება. აქედან 109 საქმის შესწავლა უკვე დავასრულეთ. 37 განცხადება ვცანით დაუშვებლად, რადგან აშკარად დაუსაბუთებელი იყო და საერთოდ არ იკვეთებოდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდი. 40 საქმე შევწყვიტეთ, რადგან საქმის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, ასევე 13 საქმე გადავეცით სხვა დეპარტამენტს, რადგან იკვეთებოდა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა უფლების დარღვევას და არა დისკრიმინაციას. გამოვეცით 8 რეკომენდაცია და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, გამოვეცით სამ წინადადება. ამჟამად მიმდინარეობს, 36 საქმის შესწავლა.

_რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები თუ დაფიქსირდა?

_უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრების დაახლოებით 11% ეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. მომჩივანები სადაოდ ხდიან იმ ფაქტს, რომ ისინი დაექვემდებარნენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, თუმცა, სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არცერთ საქმეზე არ დაუდგენია რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, რამდენიმე მათგანის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

თუმცა სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სამი მოსაზრება, რომელიც ეხება სწორედ რელიგიური ნიშნით მომხდარ სავარაუდო დისკრიმინაციას. აღნიშნული ფაქტები ეხება რელიგიური ნაგებობების მშენებლობას და რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას. ორი საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს სასამართლოში და არ ვიცით რა შედეგით დამთავრდება.

ხოლო ერთ საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციას და ამჟამად საკასაციო წესით გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში.

_ რას ნიშნავს "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება" და რა უფლებას ანიჭებს ეს სახალხო დამცველს, არის თუ არა ამ მოსაზრების შესრულება სავალდებულო?

_ სახალხო დამცველი ცდილობს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენისას იყოს ობიექტური და თავი შეიკავოს კონკრეტული ფაქტების შეფასებისგან. ეს ეწინააღმდეგება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენის პრინციპს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის იდენტიფიცირება, სხვადასხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების ანალიზი რომელიც მიეწოდება სასამართლოს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია რომ ამ სტანდარტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საქმის განხილვა.

_ანუ სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.

_არა, სავალდებულო არ არის.

_სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაციებით მიმართვის უფლება უწყებებისთვის. რამდენ უწყებას მიმართეთ დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციით და თუ იკვეთება რომელიმე შემთხვევაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი?

_ სახალხო დამცველს გამოცემული აქვს 8 რეკომენდაცია. თუმცა არცერთი მათგანი არ ეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. არის სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გამო დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაცია და სხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სადაც დადგენილია დისკრიმინაცია, შესასრულებლად სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებისთვის. ხოლო თუ სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ უპასუხა საჯარო დაწესებულებამ, სახალხო დამცველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჯარიმის დაკისრება. იმ შემთხვევაში კი, თუ საჯარო დაწესებულებამ არ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია მაშინ სახალხო დამცველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის აღსრულება სასამართლოს ძალით.

_ ძალიან საინტერესო შემთხვევები გვაქვს რელიგიურ ნაგებობათა მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით. ბევრ შემთხვევაში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ექმნებათ ეს პრობლემები. რამდენად ხშირია ეს შემთხვევები, როდესაც არ ეძლევათ უფლება, რომ რელიგიური ნაგებობა ააშენონ?

_ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის კუთხით საქმეების შესწავლა დაიწყო, ამგვარი მხოლოდ ორი განცხადებაა შემოსული. ერთი მათგანი ეხებოდა თერჯოლაში მშენებლობას, ხოლო მეორე მათგანი ეხება რუსთავში რელიგიური ნაგებობის მშენებლობას.

_რა შედეგები გვაქვს?

_როდესაც შემოდის განცხადება სახალხო დამცველის ოფისში დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით და იგივე მოსარჩელე მიდის სასამართლოში, სახალხო დამცველი ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს. შესაბამისად, ის საქმეები, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და ეხებოდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, რელიგიური ნაგებობების მშენებლობას, გასაჩივრებული იყო სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ აღნიშნული საქმეების წარმოება, თუმცა წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. აქედან, თერჯოლაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ჰქონდა ადგილი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო რუსთავის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

_ სახალხო დამცველი ასევე სწავლობს სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებსაც. თუ არის დაფიქსირებული სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები?

_ სახალხო დამცველთან შემოვიდა რამდენიმე განცხადება, რომელიც ეხებოდა სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტს, მაგრამ  პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ მოგვმართა ორგანიზაციამ, რომელმაც გვთხოვა რეაგირების მოხდენა და არა კონკრეტულმა დაზარალებულმა. შესაბამისად, ამ ფაქტებზე ჩვენთვის გარკვეული ინფორმაციის მოძიება გაძნელდა. ვინაიდან, ის განმცხადებლები, რომლებიც უთითებენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ანონიმური განმცხადებლები არიან. მტკიცებულებების შეგროვება ამ მხრივ ძნელდება. თუმცა, თუ ანალიზს გავაკეთებთ ანონიმურად გამოკითხული ადამიანების მონაყოლიდან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან დავინახავთ, რომ განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხი სკოლებში კრიტიკულია. გვხვდება ისეთი სკოლები, სადაც სწავლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, არის ხატები, ლოცვები, მოძღვრის მოწვევა და ბავშვების დალოცვა. ხდება რელიგიური უმცირესობების ბავშვების ეკლესიაში წაყვანა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავს ვალდებულად თვლიან, რომ ხატებს და ჯვარს ემთხვიონ.

თუმცა, კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე საქმის შესწავლა ჩვენ დავასრულეთ და გამოვეცით რეკომენდაცია, ისევ და ისევ მოწმეთა არასაკმარისობის გამო. ეს შეიძლება იყოს ნდობის საკითხი, შიშის საკითხი, ვინაიდან, არ სურთ, რომ მათი შვილები გახდნენ უფრო მეტად დისკრიმინირებული და შევიწროვებულები. ძალიან ერიდებიან აღნიშნულ საკითხებზე  გულღიად საუბარს. იყო შემთხვევა სკოლაში, როდესაც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვი სკოლაში ძალიან შევიწროებულად გრძნობდა, მაგრამ ძნელი გახდა მისთვის ჩვენამდე და განათლების სამინისტროში მოსვლა იმ მიზეზის გამო, რომ მას შიში აქვს უფრო მეტად შევიწროვების და მდგომარეობის გაუარესების.

_ ანუ სახალხო დამცველისთვისაც კი, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება ძნელია ინფორმაციის მოპოვება?

_ დიახ, ძნელია ინფორმაციის მოპოვება. რადგან კერძო პირები, დაწესებულებები  საერთოდ არ არიან ვალდებულნი სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე. მეორე შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იკავებს თავის თვითონ ინფორმაციის მოწოდებისგან, ჩვენ არა გვაქვს ფაქტის შესახებ სრულყოფილი  ინფორმაცია, რომ შევისწავლოთ და დავადგინოთ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციას. სკოლის შემთხვევა ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც მართლა არ გვყავს დაზარალებულები. არ უნდათ რომ მოგვმართონ და მათი საქმეები შევისწავლოთ.

_რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ?

_ ვიცი, რომ რამდენიმე განცხადება განათლების სამინისტროშიც არის შესული, რომელიც ეხება ხატების და ჯვრების გამოკვრის საკითხს. ყველა შემთხვევაში, როდესაც შევიდა მათთან განცხადება, მოახდინეს სკოლის რევიზია, შემოწმება და ხატებისა და ჯვრების აღება. თუმცა, ხატებისა და ჯვრების აღებით სკოლაში სიტუაცია არ გამოსწორდება, ვინაიდან, იქ შევიწროვების და  დისკრიმინაციის ფაქტები მოდის ბავშვებიდან, მშობლებიდან გარკვეულწილად მასწავლებლებისგან და მენტალიტეტისგან.

სკოლებში მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ რელიგიური უმცირესობების ბავშვის მოქცევას მართლმადიდებლობაზე, ეს იქნება დიდი გამარჯვება. ასეთი მონდომებულები არიან  ხოლმე ამ ბავშვების მიმართ, რომ რელიგია შეაცვლევინონ.

_გამოდის, რომ პედაგოგების მხრიდანაც ხდება დისკრიმინაცია.

_არის დაფიქსირებული შემთხვევები. ვიმეორებ, რომ არ დაგვიდგენია დისკრიმინაცია, მაგრამ ანონიმური გამოკითხვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არასამთავრობოების ანგარიშებიდანაც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და პროზელიტიზმს ბავშვების მიმართ.

_ რა შეიძლება გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?

_ პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება განათლების შესახებ კანონის სწორი და ეფექტური იმპლემენტაცია. აუცილებელი გარკვეული გაიდლაინი, სახელმძღვანელო პრინციპების სახელმძღვანელოს შემუშავება განათლების სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის. მასწავლებელი რომ წაიკითხავს სკოლაში პროზელიტიზმი და დისკრიმინაცია არის აკრძალული, ზუსტად იცოდეს, რას ნიშნავს ეს სიტყვები. რა ეკრძალება მასწავლებელს, რა სიტყვების გამოყენება, რა ქცევის განხორციელება და ა.შ. ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი სახელმძღვანელო არსებობს, მასწავლებელმა ზუსტად იცის საკუთარი უფლებამოვალობების სესახებ და რა რეაგირება უნდა მოახდინოს როდესაც ხდება დისკრიმინაციის ფაქტი. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ არსებობს და მასწავლებლებსაც შეიძლება ვერ მოვთხოვოთ ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მსგავს შემთხვევაში, როდესაც განათლების სამინისტროსაც არა აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული.

_ გარდა სკოლებისა, სხვა უწყებებიც არღვევენ რელიგიური ნიშნით ადამიანების უფლებებს. სახალხო დამცველს აქვს საბაჟო გამშვებ პუნქტზე რელიგიური ნიშნით შევიწროვების ფაქტის შესახებ საქმის შესწავლა დაწყებული. რა შეგიძლიათ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

_ ჩვენ მოგვმართა სამმა განმცხადებელმა და მათ აღნიშნეს, რომ რელიგიური ლიტერატურის გადატანის დროს სარფის გამშვებ პუნქტზე მათ შეექმნათ პრობლემები. კერძოდ, ისინი  გააჩერეს, დაუსვეს შეკითხვები, ალოდინეს, მოხდა წიგნების სურათების გადაღება, საბოლოოდ,  მათი გაშვება მაშინ მოხდა, როდესაც სახალხო დამცველთან ან ადვოკატებთან დაკავშირება მოითხოვეს. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ჰქონდათ ფაქტი, როდესაც წიგნების კონფისკაცია მოხდა. აღნიშნული საქმის შესწავლა დავიწყეთ, გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია მიღებული არ გვაქვს და ველოდებით. რომ დავაზუსტოთ, ეს არის რელიგიური უმცირესობების მიმართ შევიწროვების, სავარაუდო დისკრიმინაციის  ფაქტი.

_ჩვენ გვაქვს გამოკითხვა დაცულია თუ არა რელიგიური მრწამსის თავისუფლება. ზოგადი შეფასება რომ გაგვიკეთოთ. დაცულია თუ არა ეს უფლება ქვეყანაში?

_ გააჩნია როგორი კრიტერიუმებით შევაფასებთ. თუ ჩვენ შევადარებთ რა სიტუაციაც ახლა არის საქართველოში, იმას, რაც ხდებოდა 90-იან ან 2000-იან წლებში, ვიგრძნობთ, რომ სიტუაცია არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ არ ეშლებათ ხელი რელიგიურ უმცირესობას საკუთარი მრწამსის განხორციელებაში. თუმცა, ეს უკვე სხვა დონეზე გადაინაცვლა და სხვა შეფასებებს ვხვდებით, ვიდრე 2000 წელს იყო. მაშინ გვქონდა მასობრივი  დარბევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა მათ მიმართ და უფრო მასობრივი შევიწროვების ფაქტები, დღეს ასეთი ფაქტები აღარ გვხვდება. აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა სახელმწიფოს კიდევ ბევრი აქვს  გასაკეთებელი რელიგიური უმცირესობების დასაცავად.

_რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კუთხით. გვაქვს თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებები განსახორციელებელი?

_ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას ყველა ადამიანი დისკრიმინაციისაგან, მათ შორის რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა. სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, რომ უნდა მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამ უფლებას უზრუნველყოფდა. კანონი მიიღეს 2014 წლის 2 მაისს ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონი ამ ეტაპზე არაეფექტურია, უმცა შესაძლებელია მისი ეფექტურობა გაიზარდოს, თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს შეიტანს აღნიშნულ კანონში. კერძოდ, ფიზიკური პირები თუ კერძო კომპანიები არ არიან ვალდებულნი მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს, აღნიშნული ძალიან  აფერხებს დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლას და ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს  შესაძლებლობა დავადგინოთ ადგილი ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციას.  ისინი ვალდებულნი უნდა გახდნენ რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ასევე, უნდა იყოს შემოღებული  გარკვეული სანქცია, თუ საჯარო დაწესებულება იქნება თუ კერძო პირი, რომელიც უარს განაცხადებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩვენ გვექნება სათანადო მასალები, რომელიც ვარაუდს ასაბუთებს,  მაშინ დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული. ეს იქნება გარკვეულწილად სადამსჯელო ღონისძიება ფიზიკურ თუ კერძო პირების წინააღმდეგ. ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ არის სავალდებულო შესასრულებელი კერძო და ფიზიკური პირებისთვის, თუ კერძო კომპანია, მათ ასევე არ აქვთ ვალდებულება, რომ სახალხო დამცველს უპასუხონ რეკომენდაციაზე, ასევე  ჩვენ ვითხოვთ, რომ არა შესრულება, არამედ სახალხო დამცველისთვის პასუხის გაცემა მათთვის სავალდებულო იყოს. ასევე, სასამართლოში გასაჩივრების ვადა დისკრიმინაციის საქმეების არის სამი თვე,  რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს საქმე და დაზარალებულმა მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს სარჩელი. შესაბამისად, ვითხოვთ, ამ გასაჩივრების ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

_გარკვეული რეპრესიული მექანიზმის ჩადებას კანონში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვდნენ. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ როდესაც სახალხო დამცველს აქვს მედიაციის, მომრიგებლის როლი, მას არ შეუძლია ასევე სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა ერთმანეთთან მედიაცია და რეპრესიული მექანიზმის გამოყენება ერთდროულად სახალხო დამცველის მიერ?

_ როდესაც აქ ვამბობთ სადამსჯელო ღონისძიებას ვგულისხმობთ ჯარიმის დაკისრებას უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არა აქვს ეს ფუნქცია.  პირდაპირ ჯარიმას ის ვერავის დააკისრებს, მაგრამ შეუძლია, რომ სასამართლოს სთხოვოს ჯარიმის  დაკისრება კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო საჯარო დაწესებულებებს. მსგავსი მოთხოვნა  არ არსებობს კერძო პირების ან კომპანიების მიმართ. ჩვენს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული სადამსჯელო ფუნქციის სახალხო დამცველისთვის მინიჭებას არ ითხოვს.

_ არ შეიძლება არ გკითხოთ ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველი იყო ჩართული ამ მოვლენების მონიტორინგში. რა იკვეთება  ადგილზე? სადაო სასაფლაოების პრობლემა არა მარტო ადიგენში სხვა რეგიონებშიც არის.

_სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარეს თანაბარი შესაძლებლობა მისცეს სასაფლაო იქნება თუ სხვა.  მე რამდენადაც ვიცი პრობლემა მოგვარებულია და მოხდა სასაფლაოს გაყოფა.

ამავე თემაზე:

გადაცემა – დაცულია თუ არა საქართველოში რელიგიის თავისუფლება

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

არის თუ არა რელიგიური დაპირისპირების საფრთხე საქართველოში

7 თვე ავღანეთში _სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო