საგანმანათლებლო პროექტის, "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი და მისი შემოქმედებით გუნდი ლანჩხუთში იმყოფებოდნენ.
ინტელექტ-შეჯიბრს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თითოეულ მონაწილეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ და გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა სიგელები გადასცეს.
საბოლოოდ კი ლანჩხუთელი "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ჭანჭათის საჯარო (საბაზო) სკოლის მოსწავლე სოფიო ნაკაშიძემ მოიპოვა. მეორე ადგილზე მამათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ჩხაიძე, ხოლო მესამეზე აცანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნიკოლაიშვილი გავიდნენ.
გამარჯვებულ სამეულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საჩუქრად მობილური ტელეფონები გადასცა.