საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზიების და ჩატარების წესების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თანამემამულენო გამოფხიზლდით! საქართველოს მთავრობის ინიცირებით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზიების და ჩატარების წესების დარღვევა, რომელიც იყო ადმინისტაციული წესით დასჯადი ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
საქართველოს ხელისუფლებამ მურუსიძეების საკანონმდებლო დონეზე დაცვა დაიწყო. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი, რომელიც რამოდენიმეჯერ გადაეფარა თავის ფავორიტ ლევან მურუსიძეს და სამოქალაქო სექტორს თითი დაგვიქინია თავი დაანებეთ ლევან მურუსიძეს იგი მსხვერპლიაო, სამოქალაქო საზოგადების ღია ტერორზე გადავიდა.
ვინაიდან, ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა საპროტესრო ტალღა ლევან მურუსიძესთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საერთო სასამართლოში ჩატარება ნაცვლად ადმინისტრაციული პატიმრობისა 15 დღის ვადით, გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული.
ქართული ოცნება წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას გვპირდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას. ახლანდელი საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის 3 თვემდე ვადით გაზრდას, რაც არის აშკარა ფეოდალური აზროვნების გამოძახილი და რაც უფრო შემაშფოთებელია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრაქტიკასთან.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაივიწყა სამოქალაქო საზოგადოების სავარაუდო აქტიურობა, ამიტომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – რომელიც იყო ადმინირტაციული წესით დასჯადი ქმედება და ითვალისწინებდა სახდელის სახით 500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციული პატიმრობას 15 დღის ვადით, ხდება სისხლის სამართლის დანაშაული, რაც კატასტროფული მოვლენაა საქართველოს უხლეს ისტორაიში. ის რაც ვერ გაბედა სააკაშვილის "რეჟიმმა", ივანიშვილის "ფეოდალური" ხელისუფლება გვიბედავს.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9, და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა შენარჩუნებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით და არ იქნას გადატანილი სისხლის სამართლის კოდექსში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით ეს ცვლილებები ნეგატიურად იმოქმედებს წინაასააჩევნო გარემოზე და პოლიციას მისცემს ბერკეტს დაშალოს ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია.
მთავრობის ინიციატიცა, რომელიც შეასრულა იუსტიიცის სამინისტრომ წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპტთან, შედეგად არსებობს რეალური საფრთხე პრაქტიკაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 და და მე-11 მუხლების დარღვევისა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეცია იმისათვის, რომ მიიღონ ზომები, რათა კანონიერმა დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს, დემონსტრაცია, რომც უკანონოდ ჩაითვალოს ეს არ წარმოადგენს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს.
ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე-"ნიდჰემი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დედოფალი ელისაბედ მეორის საკონფერენციო დარბაზის წინ მანიფესტური ლოზუნგის გამოტანა არ წარმადგენდა წესრიგის დარღვევას, შესაბამისად წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას. გამოდის მურუსიძეები დედოფალ ელისაბედზე დიდი პიროვნებები ყოფილან…
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განმარტა, საქმეზე "კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ გადაწყვეტილების 9.1 პუნქტში მიუთითა, რომ : " სასამართლო გაოცებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივანთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას რაიმე ძალადობრივი ქმედების არარასებობის მიუხედავად, ისინი მაინც დაექვემდებარნენ ყველაზე მკაცრ სასჯელს, რომელიც გამოიყენება სადავო სამართალდაღვევისთვის, კერძოდ 30-დღიან თავისუფლების აღკვეთას, რომლის დროსაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განმარტა, რომ "სასამართლო მოელის სახელმწიფოს ორგანოების მხრიდან, რომ "გამოავლინონ გარკვეული მოთმინება კონვენციის მე11 მუხლით გათვალისწინებული მშვიდობიანი შეკრებების მიმართ, რათა არ მოხდეს აღნიშნული უფლების შემადგენლობის ხელყოფა".
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა და აღნიშნული ადმინისტრაციული დარღვევის სისხლის სამართლებრივ რეგულაციებში გადატანა არალეგიტიმურია", _ აღნიშნულია განცხადებაში.