გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს უფროსმა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა გარემოს დაბინძურების გავლენა ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე.
"დღესდღეობით, დაბინძურების სხვადასხვა წყაროების, იქნება ეს ავტომობილების გამონაბოლქვი თუ ზოგიერთი საწარმოს მიერ ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფა ნეგატიურად აისახება ატმოსფერულ ჰაერზე, წყლის ხარისხსა და ნიადაგზე. ადამიანის ორგანიზმის დაბინძურებას ტოქსიკური ნივთიერებები, რაც შემდგომში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია, განსკუთრებით კი ქალებსა და ბავშვებში.
აღნიშნული პროცესის განხორციელების აუცილებელი პირობაა გარემოს უწყვეტი მონიტორინგი-წყლის, ნიადაგის და ჰაერის ხარისხის შემოწმება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, მიღებული მონაცემების დამუშავებისა და ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების გაასანალიზებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა და კვლევების ჩატარება."– თქვა შეხვედრაზე თამარ ბაგრატიამ.