რუსი ჟურნალისტი დიმიტრი ცილიკინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას დანით მრავალი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი დაკარგულია.
ცილიკინი კულტურისა და ხელოვნების ცნობილი კრიტიკოსი იყო. ის ტელევიზიასა და რადიოში, ასევე ბეჭდურ მედიაში კომერსანტში, ვოგში და ელეში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გასულ კვირას ესაუბრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.