"ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეო გაავრცელა სადაც ლონდონს, ბერლინს და რომს ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას EXPRESS.CO.UK ავრცელებს.
"თუ ეს იყო პარიზში, ხვალ მოხდება ლონდონში, ბერლინში ან რომში,"_ამბობს მთხრობელი.
ვიდეოში მთხრობელი ასევე ამბობს, რომ ბრიტანეთმა და სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმა, რომლებსაც "ჯვრის ქვეყნების" სახელით იხსენიებს, ისლამურ სახელმწიფოს ხარკი უნდა გადაუხადოს ან ისლამს შეუერთდეს.
მისივე თქმით, პარიზზე მომხდარი თავდასხმა გამაფრთხილებელი გზავნილი იყო ქრისტიანული ქვეყნებისთვის.