ზიკა ვირუსი ვიეტნამშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას VOICE OF AMERICA ავრცელებს.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზიკა ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა.
როგორც ცნობილია, ერთი შემთხვევა პოპულარულ ზღვისპირა კურორტ ნა ტრანგში, ხოლო მეორე ჰო ჩი მინში გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაავადებული ქალია და მათ ვირუსი კოღოს ნაკბენისგან გადაედოთ.
როგორც ცნობილია ,ისინი საავადმყოფოში სიცხით, თვალის შტამით და გამონაყარით მოათავსეს.
გავრცელებული ცნობით, ზიკა ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო ჯანმრთელობის საფრთხედ გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
ზიკა ვირუსის გამო ქვეყნები ოლიმპიადა 2016-ში მონაწილეობაზე უარს ამბობენ
ვენესუელაში ზიკა ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა