https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს თავგანწირვად ღირდა”

14:04; 11.04.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

27 წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა _ 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, დილის ოთხ საათზე, თბილისში, მთავრობის სახლის წინ, მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს.

ოფიციალური მონაცემით, მანიფესტაციის დაშლის დროს, 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი ორსული, ყველაზე ახალგაზრდა კი _ 16 წლის გოგონა. დაღუპულთა გარდა, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2 000-მდე მომიტინგე.

ფაქტობრივად, ეს იყო ეროვნული მოძრაობის პიკი, როდესაც რამდენიმე ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებთაც დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

ცხრა აპრილის დილას, რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ ოზურგეთელი ნინო თოიძე, რომელიც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გავიხსენეთ, და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე. ნატო მაშინ 23 წლის იყო…

მაია გიორგაძე, ნატოს და: "ნატო ძალიან ჭკვიანი ბავშვი და წარმატებული მოსწავლე იყო. ქვაბღის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში ინჟინრის სპეციალობაზე, რომლის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ გაანაწილეს თბილისის რადიოქარხანაში, სადაც ინჟინრად მუშაობდა.

ნატო თავიდანვე აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. ჩვენ ერთად დავდიოდით მიტინგებზე. გული მწყდება, რომ ცხრა აპრილის დილით, ჩემი დის გვერდით არ ვიდექი.

პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახული იყო _ 9 აპრილის ტრაგედიამდე ჩემი ძმა იყო ჩამოსული და გვითხრა, ნუ დადიხართ აქციებზე, ერთ დღესაც იქნება, რუსები დაგხოცავენო. ნატომ უთხრა, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს, თუ სამშობლოს შევეწირებიო".

ნატო დედის, ნუნუ გიორგაძის მოგონებიდან: "ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო ნატო. რაც ეს ამბები დაიწყო, სულ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე დადიოდა. ძმა ეჩხუბებოდა: "ნუ ეხუმრები შენ ამ მთავრობასო", მაგრამ ვინ უგონებდა?! მეც სულ ამას ჩავჩიჩინებდი. ნოემბრის ერთ შაბათს, სუფრას ვაწყობდი და შეშფოთებულმა ვუთხარი: შენ არ იცი, გოგო, ვის ეომები. შეეწირები ამ საქმეს, შვილო,-მეთქი. გუშინდელივით მახსოვს _ შემოიყარა დოინჯი, წინ გადამიდგა და მითხრა: თუკი საქართველოს შევეწირები, განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შეწირვიანო?
_ მე რას მიშვრები მერე, ჩემზე არ ფიქრობ,-მეთქი?_ შენ კი მეცოდები, დედაო, _ გამიღიმა, მომეხვია და მაკოცა".

შვილზე დარდმა ადრიანად გატეხა დედა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ნატოს ამბავმა სულიერად გაანადგურა მისი ძმაც, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა.

მაია გიორგაძეს გული სწყდება, რომ 9 აპრილს დაღუპულებს მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიანიჭეს სტატუსი: "ტრაგედიიდან 25 წლის შემდეგ მოხდა მათი აღიარება. 25 წლის შემდეგ დააფასეს, რა ღვაწლი ჰქონდათ ქვეყნისთვის და მაშინ მიანიჭეს სტატუსი. ამიტომ, მე პირადად და ალბათ, ყველა დაღუპულის ოჯახი, სახელმწიფოს გადაუხდის მადლობას. მანამდე მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რისთვის დაიღუპნენ, რას შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ არანაირი სტატუსი მათ არ ჰქონდათ", _ გვითხრა მაია გიორგაძემ.

მაშინ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებისადმი მხარდამჭერი აქციები იმართებოდა რეგიონებშიც. ამ ფონზე გამონაკლისი არც ლანჩხუთი იყო, სადაც 1989 წლის რვა აპრილს, ქალაქის ცენტრში საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელმაც გვიან საღამომდე გასტანა, რაც პატარა პროვინციული რაიონისთვის მართლაც უჩვეულო რამ იყო.

"ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში მიმდინარე პროცესებისას ჩვენ დავუკავშირდით გია ჭანტურიას და მის ჯგუფს, რომლებთან ერთადაც ადგილზე შევქმენით პატარა გუნდი, რომელშიც შედიოდა სოსო კვაჭაძე, რუსუდან ებრალიძე, დოდო გუგეშაშვილი და კიდევ რამდენიმე პატრიოტულად განწყობილი ადამიანი. სწორედ, ჩვენმა ჯგუფმა 1989 წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს და ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში, სადაც ღია ამფითეატრია, გაგვემართა მიტინგები. ლანჩხუთი მესამე ქალაქი იყო, სადაც მსგავსი აქცია გაიმართა. მიტინგისთვის, თავისუფალი საქართველოს დროშაც თბილისიდან ჩამოგვიტანეს, მეგაფონი კი პირველი საშუალო სკოლიდან წამოვიღეთ. სამასი-ოთხასი კაცი ესწრებოდა აქციას, რომელმაც რვა აპრილის გვიან საღამომდე გასტანა იმ განწყობით, რომ დილას ისევ შევიკრიბებოდით, თუმცა, ცხრა აპრლის დილას გავიგეთ შემზარავი ტრაგედიის შესახებ", _ იხსენებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ზენაიშვილი, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან თვლის, რომ ცხრა აპრილის მონაპოვრის შენარჩუნებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ვივლით ნაცადი ევროპული გზით, რომელიც არის თავისუფალი ბაზრების და შეზღუდული სახელმწიფოს გზა: "მინდა, ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ გაქრეს და ევროპის კარი, რაც შეიძლება მალე შევაღოთ. ცხრა აპრილი წყალგამყოფია ბოლშევიკურ და ლიბერალურ-დემოკრატიულ აზროვნებას შორის", _ ამბობს ზენაიშვილი.

ოზურგეთელი მანონი ლომჯარია 1989 წლის 9 აპრილს სერიოზულად დაშავდა და გამთენიისას უგონოდ მყოფი იპოვეს. მაშინ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და მეგობრებთან ერთად მთავრობის სახლის წინ იდგა, როცა რუსული ტანკები მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს მიუახლოვდნენ.

მანონი ლომჯარია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: "სულ წინ ვიდექი, მთავრობის სახლის კიბეებთან. ზუსტად გეტყვით, რას განვიცდიდი _ შიში საერთოდ არ მქონდა. არ ვიცი, იქნებ, ვერ ვაცნობიერებდი და არც ველოდი, რომ მოვიდოდა ტანკი თუ ჯარისკაცი და გადაგვთელავდა. იყო ეიფორია, ამაღლებული განწყობა. მე, ისტორიკოსობაზე მეოცნებემ, იმ დღეებში პირველად ვნახე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი, გავიგე, რომ ჩემი სამშობლო დამოუკიდებელი იყო და მისი ოკუპაცია მოახდინეს, რომ ისტორია, რომელსაც მასწავლიდნენ, სულაც არ იყო ჩემი სამშობლოს ისტორია, ეკლესიაში პირველად დავიწყეთ აქტიურად სიარული… მოკლედ, ეს იყო უეცარი და ყოვლის წამლეკავი გამოღვიძება, როცა შიშის გრძნობა არ იყო. ასე ვიდექი მანამ, სანამ ხალხის მოწოლილმა ტალღამ არ წამაქცია. მერე არაფერი მახსოვს. ხმამ: "შვილო, შვილო, ცოცხალი ხარ?" _ გამომარკვია. დავინახე ასაკოვანი მამაკაცი, რომელმაც ვიღაცას უთხრა, ცოცხალიაო. მერე ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ამწიეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში დამსვეს, თუმცა, როგორც კი ხელი გამიშვეს, პირქვე დავემხე იატაკზე, რადგან თავის დამაგრება არანაირად არ შემეძლო. მეორედ გონს მოვედი თბილისის პირველ საავადმყოფოში (მაშინდელი "არამიანცის" საავადმყოფო). სამი დღე ვიყავი იქ მრავლობითი დაჟეჟილობებით, მარცხენა ხელი კი წლების მანძილზე შეშუპებული მქონდა. სასწაულით გადავრჩი, რადგან გამთენიისას მიპოვეს, როცა უკვე მოედანს ალაგებდნენ და ამ დრომდე უგონოდ ვეგდე… ამასობაში კი ჩემი ახლობლები დამეძებდნენ და ხეებზე გაკრულ გარდაცვლილთა სიებში ნახეს, თურმე, ჩემი სახელი და გვარი. მერე ყველაფერი გაირკვა და როგორც მხედავთ, დღეს, 27 წლის შემდეგ, მე ჩემს მშობლიურ სოფელში ისტორიას ვასწავლი ჩვენს მომავალ თაობას, ვასწავლი სულ სხვას, ვიდრე მე მასწავლიდნენ, როცა მათი ასაკის ვიყავი. თუნდაც ამიტომ ღირდა ის თავგანწირვა", _ გვეუბნება ცხრა აპრილის ცოცხალი მემატიანე.

"მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ საქართველოს ბევრჯერ ჰქონია კრიზისი, ყოფნა-არყოფნის საკითხიც მდგარა, მაგრამ თავი დაუღწევია. მჯერა, ცხრა აპრილი აღარ დასჭირდება ჩვენს სამშობლოს და თუ დასჭირდება, კვლავ ახალგაზრდობა იტყვის სიტყვას, რადგან ამ მუხტის მატარებელი ისაა ყველაზე მეტად. ისე, ამის გამო, დღეს უფრო ვშიშობ, ვიდრე ცხრა აპრილს, რადგან ახლა მე ვდგავარ მშობლების და მასწავლებლის ადგილზე. ასე იყვნენ მაშინ ჩვენი აღმზრდელები, მშობლები და შიშობდნენ ჩვენ გამო.

ჩემთვის ცხრა აპრილი ტკივილიანი სიხარულია, რომლის მკურნალი დამოუკიდებელი სამშობლოა. ესაა სულ, რაც მინდოდა, მეთქვა. ახლა კი ჩემს მოსწავლეებთან მივდივარ", _ასე დაგვემშვიდობა "ცხრააპრილელი მანონი მასწავლებელი", როგორც მას თავისი აღსაზრდელები ეძახიან და საზეიმო დღეებში ბევრ ყვავილებსა და უამრავ ფერად ბუშტებს უძღვნიან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოში უმსხვილეს სამრეწველო ზონას აგებენ

სად იყო აკაკი ბაქრაძე 1989 წლის 9 აპრილს

ყველა სიახლე

საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო