ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარის მფლობელი გახდა.
კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნინო სურგულაძემ ნომინაციაში – საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა. კონკურსში შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა, მათი დაჯილდოვება 17 მაისს გაიმართება.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. კონცერტზე უკვე ჩემი სიმღერით ვეტყვი მათ ჩემს სათქმელს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ყველა მონაწილე იმსახურებდა გამარჯვებას, ისინი საუკეთესოები არიან", – განაცხადა ნინო სურგულაძემ.
კონკურსის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 35 ნომინანტი შეირჩა, მათ შორის ორი ქართველი – ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი. იტალიურმა საერთაშორისო საოპერო გამომცემლობამ ოპერის ოსკარი ორი წლის წინ დაარსა