14 წლის ირაკლი ინწკირველი, რომელიც მუსიკალური შოუს x ფაქტორის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვრიდან არის.
"მე მოსკოვში ვცხოვრობ და საქართველოში X ფაქტორის გულიზა ჩამოვედი." – თქვა ირაკლი ინწკირველმა. მისი გურული იუმორი ჟიურის წევრებს და დარბაზს არ გამორჩენიათ.
ჟიურის წევრის სოფო ნიჟარაძის კითხვაზე რა ენატრებოდა ირაკლის მოსკოვში, ახალგაზრდა მომღერლისგან ასეთი პასუხი მიიღო: "ქართული სუფრა და საჭმელები".
ირაკლი ინწკირველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ბებიას რამდენიმე საათით ესტუმრა და სოფელი გურულების მხარდაჭერის იმედით დატოვა.
"დავიბადე მოსკოვში, მაგრამ ჩემი საქართველო და გურია ძალიან მიყვარს." – თქვა ირაკლი ინწკირველმა.