https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსახლეობა რადიაციის კერებთან ახლოს, სპეციალისტების მოლოდინში ცხოვრობს

3:05; 15.05.2012
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კვლევისას, ძირითადად, გამოიყენებოდა ნახშირბადისა და ფოსფორის რადიაქტიური იზოტოპები. სპეციფიკიდან გამომდინარე, ლაბორატორიისთვის ცალკე შენობა აშენდა _ დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში.

ცდებზე მეცნიერ-მუშაკი იური შუვალოვი მუშაობდა. როგორც მოვიკვლიეთ, ამ ცდების მიზანი იყო, შეესწავლათ მცენარესა და ნიადაგში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები შესაძლო ატომური ან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ეს იყო შუვალოვის სადოქტორო დისერტაციის თემა, რომელიც მზადდებოდა გრიფით _ საიდუმლო. შუვალოვის აღნიშნული დისერტაცია დღის სინათლეზე არ გამოჩენილა. შუვალოვი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილია მისი მეუღლეც, რომელიც მეცნიერს ცდების ჩატარების დროს ეხმარებოდა.

არსებული ინფორმაციით, რადიაციული ნარჩენები სპეციალურ კონტეინერში ინახებოდა, რომელიც, მოგვიანებით, მცხეთის რადიაციულ სამარხში გადაიტანეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტაცია არ არსებობს. თუმცა, არსებობს ოფიციალური მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ ანასეულში რადიაციის მაღალი ფონია და ეს საშიშია!

“შსს მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის #4 24 ბრძანების 1-ლი პუნქტის თანახმად, ხსენებულ წერილში აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირებას გთხოვთ (რომელიც ეხება დაბა ანასეულში რადიაქტიური ნივთიერებების დაუცველ და ამორტიზირებულ შენობაში არსებობის ფაქტს, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანის ჯანმრთელობას)”, _ ეს წერილი შს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსს გელა გიგინეიშვილს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მე-4 ქვეგანყოფილების უფროსმა, კაპიტანმა იაშვილმა მიწერა 2005 წლის 13 ოქტომბერს. გიგინეიშვილმა, შესაბამისად, საქმე ოზურგეთის პოლიციის უფროსს ელგუჯა ჩავლეიშვილს დააწერა გრიფით _ “საიდუმლო”. პოლიციის უფროსისგან კი, საქმე ოზურგეთის საგამოძიებო ნაწილში, კერძოდ, გამომძიებელ თედო ჭანუყვაძესთან მოხვდა.

2005 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი ვალერიან ცანავა გამომძიებელ ჭანუყვაძეს წერს: “1970-იანი წლებიდან, აღნიშნულმა ლაბორატორიამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის რეაქტორის თანამშრომლებთან, სადაც ამუშავებდნენ სუბტროპიკული კულტურების სათესლე მასალას გენეტიკური დათიშვების მისაღებად, სალექცია-გენეტიკის საკითხების შესწავლის მიზნით. დამუშავებული მასალა თავსდებოდა სპეციალურ სამარხებში, რომლებიდანაც ნარჩენების ლაბორატორიის თანამშრომლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ი. შუვალოვის ხელმძღვანელობით მომზადდა და მცხეთაში განთავსებულ სამარხში იქნა გადატანილი. ლაბორატორიამ მუშაობა 90-იან წლებში შეწყვიტა და ლაბორატორიის იზოლირებული სარდაფი, სადაც ინახებოდა ტყვიის კონტეინერები, გაძარცვისგან დაცვის მიზნით, ამოშენებული იქნა ბეტონის კედლით. ყოფილი ლაბორატორიის შენობის ირგვლივ ტერიტორია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. გარკვეული ზრდა რადიაციისა დღესაც შეიმჩნევა ყოფილ სამარხში, რადიაციის დონე მაღალია შენობის შესასვლელის ქვეშ სარდაფებში. ყოფილი იზოტოპების ლაბორატორიის შენობის ირგვლივ რადიაცია დასაშვებ დონეს შეესაბამება და მერყეობს 15-დან 20 მკ/რენტგენებში, რაც შეეხება სარდაფში ჩასასვლელს, რადიაციის დონე აქ 3000 მკ/რენტგენია, ხოლო იზოტოპების ლაბორატორიის წინ ნარჩენების სამარხში _ 70, 80 მკ/რენტგენი.”

ამის შემდეგ, საქმის გამომძიებელი ჭანუყვაძე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ფ. სადუნიშვილს რეაგირებას სთხოვს: “მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის დაბა ანასეულში ყოფილი იზოტოპების ლაბორატორიის შენობის ირგვლივ გაზომილ იქნა რადიაციის დონე. შენობის შესასვლელთან რადიაციის დონე არის 3000 მკ/რენტგენი, ხოლო იზოტოპებისა ლაბორატორიის წინ ნარჩენების სამარხში _ 78, 80 მკ/რენტგენი. გთხოვთ შემდგომ რეაგირებას”.

შემდგომი რეაგირება საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ შენობას, სადაც სამარხი იყო, თხელი ბეტონის ფენა დაასხეს, რომელიც ფეხის დადგმისთანავე ჩაინგრა და დღეს იქ მისი კვალიც არ ჩანს.

კომპეტენტური პირები რადიაციის მაღალი ფონის შესახებ კამერის მიღმა ყვებიან და ამბობენ, რომ ეს მოსახლეობისთვის საშიშია, თუმცა ხმამაღლა სამსახურის დაკარგვის შიშით არაფრის თქმა არ უნდათ.

აღნიშნული ტერიტორია დღეს დაუცველია, რადიაციის საფრთხის მანიშნებელიც არ დგას და მოსახლეობა საქონელს აბალახებს, ხშირად ბავშვებიც კი თამაშობენ.

აკაკი სიხარულიძე უშიშროების ყოფილი თანამშრომელია. 1986 წლიდან 2005 წლამდე, უშიშროების კუთხით, სტრატეგიულ ობიექტებზე რუსთავსა და ოზურგეთში მუშაობდა. ამბობს, რომ ოზურგეთში ჩამოსვლისთანავე იცოდა, რომ ანასეულის ინსტიტუტი საინტერესო სტრატეგიული ობიექტი იყო და აღნიშნავს, რომ ბევრი ძიების მიუხედავად, კონკრეტული ვერაფერი გაარკვია: _ სინდისი რომ დამშვიდებული მქონოდა, უშიშროების რაიონული განყოფილების სახელით ოფიციალური წერილი გავუგზავნე ბატონ ცანავას (მაშინ უკვე დირექტორი იყო) გრიფით _ “საიდუმლო” და ვთხოვდი ეცნობებინა, რა ბედი ეწია კონტეინერს. მისგან მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რადიაქტიური ნივთიერება გატანილი და უტილიზებული იყო. ეს მიმოწერა საქმეში ჩაეკრა, _ იხსენებს აკაკი სიხარულიძე.

დავით ბარათაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი 80-იან წლებში, ანასეულის კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ანასეულში რადიაციის რამდენიმე კერაა: _ არის რამდენიმე კერა _ შემიძლია ხელიც დავადო ზედ. სპეციალისტებთან და ხელსაწყოებთან ერთად მუშაობაა საჭირო და არა გარემოს დაცვის სამინისტროს ხალხთან ერთად, რადგან მე მათ არ ვენდობი _ მათ არ ჰყავთ სპეციალისტები. ისინი ჭკუას მე მეკითხებიან, არადა, აპარატურა მაგათ ხელში ვარდება, _ გვიყვება ბარათაშვილი და იხსენებს, რომ როცა რადიაციის დონე გაზომეს, მაჩვენებელი ძალიან დიდი იყო.

_ ცოტა ხნის წინ, ჩემი კოლეგები იყვნენ ჩამოსულები და ერთობლივად ვიკვლევდით. სარდაფში, სადაც კვლევები ტარდებოდა, ვერ ჩავედით, რადგან იქ ძალიან დიდია რადიაცია. ბამბუკზე დავაბით დეტექტორი, თუმცა, მეორე დღეს ის დეტექტორი მოგვპარეს, _ ამბობს პროფესორი.

მისივე თქმით, ანასეულში არსებობდა ორი ლაბორატორია, რომლის ადგილიც მხოლოდ მან იცის და არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიას ხელახალი სამარხი და შემოღობვაც დასჭირდეს. თუმცა, დასძენს, რომ ამ ყველაფერს სპეციალისტების მუშაობა სჭირდება.

შპს “რადიაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ცენტრის” ხელმძღვანელი ლერი მესხი რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს. ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს ის აინტერესებთ ხოლმე, რაც ბუნებაში არ არსებობს(?!):

_ ის ფონი, რაც იყო, თუ არ დაინგრა არც მოიმატებდა _ ეგ ბუნებრივი პროცესია. შესაძლებელია ჩატარდეს რაღაც ტრენინგი. გადავამოწმებ რამდენად შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება.

_ ბატონო ლერი, 2005 წელს ჩვენ მოვიპოვეთ გრიფით “საიდუმლო” მასალები, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გურიის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელ უფროსს წერდა და რომელშიც საუბარი რადიაციის საშიშ ფონზე იყო. დღეს ის ადგილი დაუცველია _ საქონელი ძოვს, ბავშვები თამაშობენ.

_ იცით რაშია საქმე? _ საქართველოში ამ დარგის სპეციალისტი ძალიან ცოტაა. ეს ფონი საშიში არ არის ამ ადგილას. საქონელმაც რომ მოძოვოს ბალახი, ეს მისთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. ის ინფორმაცია, რომ იქ არსებული რადიაციული ფონი ვინმეს საფრთხეს უქმნის, არ შეესაბამება სიმართლეს. ქვეყანა ვითარდება, ჩვენც ვვითარდებით და ამიტომ, ასეთი ადგილები, უბრალოდ, არ უნდა იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ იქ თუ არის რადიაციის წყაროები, იმ ადგილებს მოვაცილოთ. ისინი ზედაპირზე არ ყრია. რაღაც საცავივით არის გაკეთებული.

_ ალბათ, ბეტონის კედელს გულისხმობთ, რომელიც, როგორც ამბობენ, შესაძლოა გაბზარული იყოს, რადგან ათეულობით წელია არავის შეუმოწმებია…

_ არა, კედელი გახეთქილი იყოს და იქიდან რაღაცეები ჟონავდეს ეგ ეგრე არ არის. შეიძლება, იქედან მართლა რაღაც გამოდის, მაგრამ საფრთხის შემცველი რაოდენობით არა. მე გავზომე იქ არსებული რადიაციის დონე. ბუნებრივ ფონს აღემატებოდა სულ რამდენჯერმე. რადიაციის ზუსტი დონის გაგებას ადგილზე ტექნიკის მიყვანა უნდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, _ ამბობს მესხი და ამტკიცებს, რომ ანასეულში არსებული რადიაციის ფონი საშიშროებას არავისთვის წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, ასეთი ადგილები საქართველოში ძალიან ბევრია, რომლებიც “გლობალურ პროგრამაში ზის”.

_ პერიოდულად ბევრი კეთდება და კიდევ ბევრია გასაკეთებელი, _ დასძენს მესხი, რომლის თქმით, საკითხის სიღრმისეულად შესწავლამდე ვერ დაასახელებს თანხას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისთვისაა საჭირო. მესხმა, სხვა დანარჩენების მსგავსად არ იცის, რა არის ლაბორატორიის სიღრმეში და ამის გასარკვევად “მწვანე შუქის” ანთებას ელოდება.

_ შიგნით რა არის, არ ვიცი. როგორც მითხრეს, დანგრეული შენობის ქვეშ ბუნკერია, რომლის შესასვლელი ამოქოლილია და მიწა აქვს დაყრილი. არავინ მალავს, რომ ეს ბუნკერი გასახსნელია. დონორებს ამის თაობაზე ვესაუბრებით. როგორც კი ამინთებენ მწვანე შუქს, მაშინვე ჩამოვალ ანასეულში.

_ ვინ უნდა აგინთოთ “მწვანე შუქი” _ დონორებმა თუ…?

_ რა თქმა უნდა, დონორებმა. მანდ დაფინანსებაზეა საუბარი. მიწის სამუშაოებია ჩასატარებელი. უნდა იქირავო და ჩამოიყვანო ისეთი ხალხი, რომელსაც არ სჭირს რადიოფობია. როცა მსგავს სამუშაოებზე ხალხი მიგვყავდა და როცა გებულობდნენ რაზე უნდა ემუშავათ, ყველაფერს ყრიდნენ და გარბოდნენ. ეს ყველაფერი დროში იწელება. რაც შეეხება თანხას, შესაძლებელია ათი ათას ლარამდე დასჭირდეს.

მაღალჩინოსნები ასი ათას ლარებს “ჯიპებისა” და კაბინეტების მოწყობაზე ხარჯავენ, ანასეულის მოსახლეობა კი შიშით ცხოვრობს და როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ათი ათასი ლარი სჭირდება.

ანასეულელები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ გახშირებული სიმსივნური დაავადების მიზეზი, შესაძლებელია სწორედ არსებული რადიაციული ფონი იყოს, თუმცა, არც ამის კვლევით დაინტერესებულა ვინმე. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, სიმსივნით დაავადებული რამდენი ადამიანი ცხოვრობს ანასეულში და მიმდებარე სოფლებში. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს არც შესაბამის გამოკლევებს უტარებენ.

ანასეულის ინსტიტუტის ახლანდელი ხელმძღვანელი, თემურ რევიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

_ აქ იყო ორი ინსტიტუტი _ ერთი ჩაის მრეწველობის, მეორე _ სოფლის მეურნეობის ნაწილი, რომლებიც გვიან შეერთდა. ამ მასალების შეგროვება მას შემდეგ დავიწყე, რაც ეს თემა თქვენ გააჟღერეთ. ვიცი, რომ კერა არსებობს, მაგრამ ირკვევა, რომ 1992-93 წლებში ნარჩენები აქედან გაიტანეს. თუმცა, არ ვიცით სად.

_ ბატონო თემურ, გრიფით “საიდუმლო” წერილი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ნათელს ფენდა, რომ აქ რადიაციის საფრთხე არსებობს. ამასთან, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, საერთოდ გადატანილია თუ არა ნარჩენები აქედან…

_ ეს ჩვენ არ ვიცით. ეს თემები ჩემს კომპეტენციაში არ შედის და მე ამის სპეციალისტი არა ვარ. არც კომპეტენტური ვარ და შეიძლება არც უფლებამოსილება მაქვს, რომ ამ თემებზე ვისაუბრო, მაგრამ რადგანაც ეს ანასეულში ხდება, სადაც მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები ვცხოვრობთ, ვალდებული ვარ ამ თემაზე გესაუბროთ. 2011 წელს ინსტიტუტის რეორგანიზაცია მოხდა და ის გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს, რომლის ბალანსშიც ყოფილი ლაბორატორია არ ასახულა. ლაბორატორია დარჩა სახელმწიფოს და ეს პრობლემა მან უნდა მოაგვაროს. გარემოს დაცვის სამინისტროდან გვქონდა მითითება, რომ იქ არავის არაფრისთვის ხელი არ ეხლო. ვფიქრობ, ეს არის ის პრობლემა, რომელიც გადაწყდება და მოგვარდება.

რევიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, ამ თემით უშიშროების თანამშრომლები დაინტერესდნენ; ძირითადად იმ მიმართულებით, რამდენადაა შესაძლებელი აქ ატომური იარაღის დამზადება:

_ ღმერთმა დაგვიფაროს დასხივებული ჩაის თესლიდან რამე დამზადდეს, მაგრამ იქ არის რადიაცია. როგორც ვიცი, არის ძალიან კარგად გაკეთებული ბეტონის სამარხი, რომელსაც, ალბათ, უკვე აქვს ნაპრალი და ეს იწვევს რადიაციის გაჟონვას.

რევიშვილის განმარტებით, როცა სპეციალისტებს დაეკითხა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა აქ, უპასუხეს, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებში მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვას შეძლებდა; ინსტიტუტის დირექტორის თქმით, რამდენჯერმე შემოღობეს კიდეც, მაგრამ ღობე დააზიანეს და მოიპარეს. რევიშვილი მიიჩნევს, ამ პრობლემის მოგვარებისთვის სახელმწიფომ ფინანსური შესაძლებლობები ვერ გამოძებნა და იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი ბირთვულ სამიტზე ამ პრობლემას მოაგვარებს: _ კარგად მესმის, რომ იქ არის გარკვეული პერიმეტრი, სადაც არ შეიძლება ვინმე იმისგან იყოს დაცული, რომ იქ საქონელი არ მივიდეს და ა.შ. თუმცა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი, _ აღნიშნავს რევიშვილი.

დავით ბარათაშვილი კი იხსენებს არცთუ შორეულ დაპირებას, რომ ანასეულში ბირთვული ბიძგის სპეციალისტები ჩავიდოდნენ და დეტალებს შეისწავლიდნენ: _ ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, რომ ეს ადგილები შეიცავდა საშიშროებას. თქვეს, რომ ბირთვული ბიძგის სპეციალისტები ჩამოვლენ, მაგრამ ის ხალხი აღარ ჩანს, _ გვითხრა ბარათაშვილმა.

სტატია მომზადებულია დანიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

წელს ყვითელ სიმინდს აღარ დაგვაძალებენ?

პოლისიან პაციენტებს გასინჯვაში ფულს ახდევინებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16.01.2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

10:00; 16.01.2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო