ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა კობალაძესთან ერთად ზაურ თენიეშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აქაურებმა აღნიშნეს, კორპუსის სარდაფში წყალი დგება და საფრთხეს საძირკველს უქმნის. შესაღებია კორპუსების კედლებიც. მოსახლეობამ ქალაქის მერს, ასევე, ეზოების კეთილმოწყობა სთხოვა.
ბეგლარ სიორიძემ არსებული ვითარება შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლა და ხელმძღვანელებს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება დაავალა.
აღნიშნული შენობის საძირკველიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ახლო მომავალში გადაიჭრება კორპუსის კედლების შეღებვის საკითხიც და შემუშავდება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით.
ასევე, მოგვარდება თენიეშვილის ქუჩის მოასფალტების საკითხიც. როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
(R)