გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მეირ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მალტის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც 22 000 ლარი შეადგინა.
მალტის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.