ოზურგეთში კაფე "გურჯიმ" სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემებში სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ლირიული ხასიათის საკუთარი და ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს. ნაჩვენები იყო ნაწყვეტები სასიყვარულო ჟანრის ფილმებიდან.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის – ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა