"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" ქალაქ ოზურგეთში გასამართ შუალედურ არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლება. ამ ინფორმაციას ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ადასტურებს ამავე პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე. რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა, მჟავანაძემ განმარტა.
"განცხადებას გავაკეთებთ მოგვიანებით. დაბა ნასაკირალში გვეყოლება კანდიდატი ბესო ქათამაძე და მისი წარდგენის დროს გაგცემთ პასუხს," – გვითხრა დავით მჟავანაძემ.