დღევანდელ გადაცემაში ნახავთ _ როგორია ოზურგეთის გენდერული პოლიტიკა _ რა რჩევებს აძლევენ გენდერული საბჭოს წევრები თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს და ვინ რა რჩევებს ითვალისწინებს;
ვინ იყო ის დეპუტატი მამაკაცი, რომელმაც ქალების შესახებ პირველი პროექტი დაწერა;
რატომ არ მონაწილეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში გასამართ რიგგარეშე არჩევნებში ლევან მამალაძის პარტია და რატომ უჭერს ის მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს;
რა პრობლემების წინაშე იდგა საარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ირინა საჯაია და რატომ უნდა ჩაერთოს ქალი აქტიურ პოლიტიკაში.