ჯოზეფ მობუტუ – ზაირის დიქტატორი (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) – 5 მილიარდი დოლარი
დიქტატორი ჯოზეფ მობუტუ 1969-1997 წლებში მართავდა ქვეყანას და ღარიბი ზაირი ეკონომიკურ კოლაფსამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. მას ეკუთვნოდა ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი, უპრეცენდენტო კორუფცია და გამომძალველობა ზაირის სავიზიტო ბარათი გახლდათ. მობუტუ უცნაური კანონების გაცემითაც იყო ცნობილი. მაგალითად, 1972 წელს მან ყველა ჩინოვნიკს აუკრძალა პიჯაკით სიარული და ნაციონალური სამოსის ჩაცმა უბრძანა. საკუთარ თავს მობუტუ დიად მეომარს უწოდებდა, მისი კულტი კი ყველგან შეინიშნებოდა – ტელევიზორის ეკრანიდან თუ ნებისმიერ ქალაქის შენობათა კედლებიდან. 1989 წელს ზაირში დეფოლტი დაიწყო, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კოლაფსი. მობუტუ მაროკოში გაიქცა, სადაც ემიგრაციაში გარდაიცვალა კიდეც.
ფერდინანდ მარკოსი – ფილიპინების დიქტატორი – 10 მილიარდი დოლარი
1965-1987 წლებში მართავდა ფილიპინებს ფერდინანდ მარკოსი და არაოფიციალური მონაცემებით 10 მილიარდამდე დოლარი მიითვისა. მის მეუღლეს ჰქონდა: 2 700 ცალი ფეხსაცმელი, 6 000 კაბა, 500 ქურქი, რომელთაგან თითოეულის ფასი არანაკლებ 50 ათასი დოლარზე ნაკლები არ გახლდათ. 1987 წელს ფილიპინელი ხალხი სიღარიბისგან დაღლილი ქუჩებში გამოვიდა, ხოლო შეშინებული მარკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა, ჰავაის კუნძულებზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ჰაჯი მუჰამედ სუხარტო – ინდონეზიის დიქტატორი – 15 მილიარდი დოლარი
1965-1997 წლებში სუხარტო შვიდჯერ აირჩიეს ინდონეზიის დიქტატორად და შვიდჯერვე უალტერნატივო იყო. არაოფიციალური მონაცემებით სუხარტო 15 მილიარდამდე დოლარს ფლობდა, მათ შორის 9 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ავსტრიულ ბანკებში ინახავდა. მისი ექვსივე შვილი მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და ფაქტობრივად, ინდონეზიის ბიუჯეტს აკონტროლებდნენ. სხვა დიქტატორებისგან განსხვავებით, სუხარტოს ბედი არცთუ ტრაგიკული იყო. 1997 წელს აზიაში ეკონომიკური კრიზისის დროს, ინდონეზიაში ეკონომიკის კრახი მოხდა, დაიწყო არეულობები, რასაც მალევე მოჰყვა მისი თანამდებობიდან გადადგომა. სუხარტოს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი სახელმწიფოს თანხების მითვისების გამო, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა, სუხარტო სხდომის დანიშვნამდე გარდაიცვალა.