ვისაც მწნილები უყვარს, გაზაფხულის სეზონი მისთვის მისწრებაა.
"კარმიდამო ჩემი" გთავაზობთ აკაციის მწნილის მომზადების წესს.
მაგდა პოპიაშვილი: მოკლედ, აკაცია უნდა მოვკრიფოთ, სანამ გადაყვავილდება, ფოთლები მოვაცალოთ და კარგად გავრეცხოთ, მჭიდროდ ჩავტენოთ ქილაში. წათხის მომზადება: გავაკეთოთ 50%-იანი წათხი. წყალში იმდენი მარილი გავხსნათ, რომ უმი კვერცხის ჩაგდებისას კვერცხმა ზედაპირზე იტივტივოს. შემდეგ დავასხათ ქილაში ჩატენილ აკაციას ერთი წილი მარილწყალი და ერთი წილი ჩვეულებრივი წყალი. დავახუროთ თავსახური და როცა დამწნილდება, გემრიელად მივირთვათ. ვისაც ჯონჯოლი უყვარს, აკაციის მწნილითაც მოიხიბლება. უკეთესია მინის ჭურჭელში მოვათავსოთ აკაციის ყვავილი.