რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემამ "Marca" ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო გაიხსენა, რომელიც ერთი ხანობა მადრიდის "რეალში" ასპარეზობდა.
ბრაზილიელ რონალდოზე და მის მიერ მოწყობილ დაბადების დღეებზე თავის დროზე ლეგენდები დადიოდა. მადრიდის "რეალში" თამაშისას რონიმ ქალები ბრაზილიიდან ჩამორეკა, თანაგუნდელები დაპატიჟა და კატეგორიულად გააფრთხილა, ცოლები არ მოიყვანოთო.
ერთადერთი, ვინც მეუღლესთან ერთად მივიდა, ლუიშ ფიგუ გახლდათ. პრინციპში, ფიგუს მეუღლე, ელენ სვედინი, ყოფილი პორნოვარსკვლავია და ბრაზილიიდან ჩამოყვანილ ქალებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებოდა, თუმცა, როცა დაბადების დღე ორგიაში გადაიზარდა, ფიგუმ და მისმა ცოლმა წვეულება დატოვეს.
სხვათა შორის, იმ წვეულებაზე რობერტო კარლოსს ერთი ქალი მოეწონა და მის გამო ცოლსაც კი დაშორდა.
მეორე დღეს რონალდოს მეზობლებმა უჩივლეს და მასაც სხვაგან გადასვლა მოუხდა, მაგრამ ასეთი საღამოების მოწყობას მაინც ახერხებდა და, არამარტო მადრიდში, არამედ მილანშიც, როცა ჯერ "ინტერის", მერე კი "მილანის" ღირსებას იცავდა.