https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზეწოლა ხმების შესაგროვებლად გრძელდება და ძლიერდება

3:05; 22.05.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს, სპეციალისტებს, სოფელში მცხოვრებ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ყველა საჯარო მოხელეს, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ყველა ა.(ა).ი.პ-ში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი იბარებს და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ფარულ შეხვედრებს უწყობს. ეს შეხვედრები სამუშაო დღეებში ღამით, შაბათ-კვირას კი დღისით ხდება. 6 მაისს, “გურია ნიუსი” თავად შეესწრო, როგორ შევიდნენ ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, მისი სპეციალისტები, ბაღის გამგე, სკოლის დირექტორი, სოფლის “აქტივისტები” და საჯარო სამსახურში დასაქმებული რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციულ შენობაში.

როგორც წყარო ამბობს, აღნიშნულ შეხვედრებზე, საარჩევნოდ მხარდამჭერების შეგროვების დავალებაც იცემა _ თითოეულ მოხელეს ევალება, მოიტანოს ათი მხარდამჭერის სია მათი პირადი ნომრებით. ამ საქმეში აქტიურად ჩართეს პედაგოგები _ საზოგადოებაში თქვენ ხართ ავტორიტეტული ხალხი და ამ საქმეში გვიშველეთ და მოგვეხმარეთო.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგების დაბარების შესახებ “გურია ნიუსს” აცნობეს. საინტერესოა, როგორ უარყოფენ ამ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ასეთი ფაქტები, თითქმის ყოველ დღე ხდება ცნობილი ჩვენთვის და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. ახლა ერთი ახალი დავალების დეტალიც იკვეთება _ არჩევნებზე კაბინაში შესულმა პირმა, ნამდვილად რომ დაუჯერონ “ნაციონალებისთვის” ხმის მიცემა, ტელეფონით უნდა გადაიღოს, თუ ვის მისცა ხმა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ასეთ ამომრჩევლებს ფულს გადაუხდიან, როგორც ხდებოდა ყველა წელს, მათ შორის, 2010 წელსაც.

საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს ოპოზიციური სპექტრი ან არასამთავრობო ორგანიზაციები? აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უმრავლესობა ამას ნაძალადევად აკეთებს, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ. ჩვენმა წყარომ ერთი ფაქტის შესახებაც მოგვითხრო: საჯარო მოხელემ, იმის გამო, რომ ვერ იპოვა მომხრე ათი კაცი, საკუთარი ოჯახის წევრს მოპარა პირადობის მოწმობა, რას გამოც ოჯახში უთანხმოება მოუხდა. აგრეთვე, თვითმხილველმა გვითხრა, როგორ ეხვეწებოდა ერთ-ერთი მოხელე ახლობელს, ოღონდ ახლა მომეცი პირადობის მოწმობა, რომ სია შევადგინო და მერე არჩევნებზე, შენ ვისაც გინდა, იმას მიეცი ხმაო.

ტიფო მიქატაძე, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე: _ უპირველეს ყოვლისა, ეს ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო, საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების ექსკლუზიური გამოყენების მცდელობა ერთი პარტიის _ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო მიზნებისათვის. საჯარო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს ავალდებულებენ მოიზიდოს დამატებით ათი მხარდამჭერი “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ _ ეს მეთოდი ცნობილია საარჩევნო ტექნოლოგიებში. პირადად მეც გამომიყენებია ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებისას, როცა “გაერთიანებული ოპოზიციისა”და ლევან გაჩეჩილაძის შტაბს ვხელმძღვანელობდი ოზურგეთში _ ოპოზიციური პარტიების წევრებსა და აქტივისტებს ვთხოვე, “ხელი ჩაეკიდა” და არჩევნებზე “მიეყვანათ” ათი კაცი მაინც. “ხელის ჩაკიდება” იმაში მდგომარეობს, რომ ის პასუხისმგებელი იყო არჩევნების დღეს მის მიერ მობილიზებული ადამიანების არჩევნებზე გარანტირებულ მისვლასა და ხმის მიცემის გადამოწმებაზე.

ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოპოზიციას შეუძლია კამპანიაში მოიზიდოს მხოლოდ მხარდამჭერები, “ნაცმოძრაობა” კი, როგორც სახელისუფლო პარტია, ავალდებულებს, ესე იგი აიძულებს ყველა საჯარო მოხელეს, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული კუთვნილებისა. მათ ხომ სახელისუფლო სტრუქტურები და სამსახურები გაიგივებული ჰყავთ პარტიულ ორგანიზაციებთან, მთელი სახელმწიფო მანქანა მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის პარტიულ მანქანადაა ქცეული.

რა თქმა უნდა, ასეთი კამპანიების შედეგად, “ნაციონალური მოძრაობა” დამატებით საარჩევნო რესურსს შეიძენს. მხარდამჭერთა სიების შეგროვება ტექნოლოგიის მხოლოდ პირველი, საწყისი ელემენტია. მთავარი იქნება, თუ როგორ გამოიყენებს ხელისუფლება სიაში ჩაწერილ ადამიანებს გარანტირებული საარჩევნო მხარდაჭერის მისაღებად, ანუ იქცევა თუ არა დღევანდელი “სიის წევრი” ოქტომბერში, არჩევნების დღეს გარანტირებულ ხმად?! ამიტომ, ხელისუფლების საარჩევნო ტექნოლოგიაში ასეთი გარანტიებისთვის საჭირო მექანიზმების შემოტანას მომავალში აუცილებლად უნდა ველოდოთ.

წლებია, არჩევნებს ვაკვირდები და ამჯერად ერთ საინტერესო მომენტს გამოვყოფდი _ “გაერთიანებული ოპოზიციისა” და ლევან გაჩეჩილაძის მონაწილეობით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობა”, სიტყვაზე ენდო რა თავის წევრებსა და მხარდამჭერებს, არჩევნები რეალურად წააგო _აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების პოტენციურ მხარდამჭერთა ნაწილმა ბოლო მომენტში არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა. ამის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, ხელისუფლება უკვე შეეცადა “ამ შეცდომის” გამოსწორებას _ დაპირებულ სიტყვებს ვეღარ ენდო, თავის პოტენციურ მხარდამჭერებს არ მისცა “სიტყვაში გადავარდნის” საშუალება და საარჩევნო ტექნოლოგიაში შემოიტანა მისი მხრიდან მაქსიმალურად კონტროლირებადი ელემენტები, რომლებმაც პროგნოზირებადი და გარანტირებული გახადა სასურველი შედეგი. ყველამ კარგად გავიხსენოთ ე.წ. “სომხური კარუსელები”, პატიმრების თემით მანიპულირება, სხვადასხვა ფერის პასტების გამოყენება და ა.შ.

დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე მეტად უჭირს _ უიმედო ამომრჩეველში გაჩნდა ცვლილებების იმედი, რომელიც მათ სახლიდან გამოიყვანს და არჩევნებზე მიიყვანს, ოპოზიციურად განწყობები იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებშიც. ასე რომ, როგორც არასდროს, ხელისუფლებისთვის ძვირფასია თითოეული ამომრჩევლის ხმა და მისი გარანტირებული დაცვა. ამბობენ, თითქოს ხელისუფლება აპირებს ყველა მის მხარდამჭერს მოსთხოვოს ხმის მიცემის დასადასტურებლად ბიულეტენის მობილური ტელეფონით გადაღება. საინტერესო დეტალია, ამავე დროს სიცილის მომგვრელიც, მაგრამ საარჩევნო ტექნოლოგიები ასეთი “წვრილმანებისაგან” შედგება და მისი უყურადღებოდ დატოვება შეცდომა იქნება.

მინდია სალუქვაძე, “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” თავმჯდომარე: _ სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის, თქვენს გაზეთშიც, ბევრი იწერება მსგავსი ფაქტების შესახებ. თუ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის უმთავრესი მიზანი, რომელიც არჩევნებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობას უნდა წარმოადგენდეს.

ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშში.

მარინა თოფურია, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” თავმჯდომარე: _ ჩვენთვის მიუღებელია ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის წინააღმდეგ ყოველგვარი ქმედება და ღრმად გვწამს, რომ საზოგადოება თავისუფალ, საკუთარ არჩევანს გააკეთებს, მიუხედავად იმისა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა მასზე. თითოეული ადამიანი საარჩევნო ყუთთან და ბიულეტენთან რჩება მარტო საკუთარი გადაწყვეტილებებითა და არჩევანით.

ნათია კრავეიშვილი, “ახალი მემარჯვენეების” გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი: _ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიწყო აქტიური მზადება არჩევნებისთვის და როგორც წინა არჩევნებზე, წლევანდელ არჩევნებზეც ამ აქტიურობამ პოლიტიკური ძალადობის სახე მიიღო. ის ფაქტი, რომ ნაციონალები ადამიანებს 10-15 კაციანი სიის წარმოდგენას აიძულებენ, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა დაშინების მცდელობა და სახელისუფლებო რესურსის პარტიული მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება.

კახა ღლონტი, “ქრისტიან-დემოკრატების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი: _ ხელისუფლება, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აძლიერებს მოსახლეობაზე ზეწოლას, ეს არაახალია. არც ის არის სიახლე, რომ სოფლის რწმუნებულები ცდილობენ, მოსახლეობას გამოართვან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სპეციალურ, წინასწარ გამზადებულ ცხრილებში შეიტანონ პირადი ნომრები და ხელისუფლებას მოახსენონ, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებთაც გამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ხელისუფლების მხარდამჭერია. სოფლის რწმუნებულებთან ერთად, სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამშრომლებს ავალებენ, რომ შეაგროვონ, მინიმუმ, 10 კაცის პირადი მონაცემები. დავალების არშესრულების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ ყველაზე კარგ შემთხვევაში, საყვედური მიიღონ. ეს ძველი, კარგად აპრობირებული მეთოდია _ ქმნიან იმის ილუზიას, რომ, თითქოსდა, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს მმართველ პარტიას უჭერს. ეს ცალსახად არის ზეწოლა მოსახლეობაზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება.

“გურია ნიუსი” “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორს ლევან ხინთიბიძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი სოფლების რწმუნებულებს, სპეციალისტებს იბარებს და ავალებენ, რომ მოახდინონ მობილიზება და აიძულონ ყველა საჯარო მოხელე, აქტივისტები, მოაგროვონ 10 მხარდამჭერი ამომრჩეველი მათი პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით. რამდენად კანონიერია აღნიშნული ქმედება?

_ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, საარჩევნო ბატალიები და არაოფიციალური საარჩევნო კამპანია არჩევნებში სავარაუდო მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ უკვე დაწყებულია. ეს ტალღა მოედო ყველა სფეროს და არჩევნების მოახლოებასთან ერთად იგი უფრო მეტად გამძაფრდება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, უპრიანი იქნება, თუ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ შეეხება განათლების, ჯანდაცვის, მმართველობითი რგოლისა თუ სხვა სფეროებს, რადგანაც ამ დაწესებულებების წარმომადგენლებმა სერვისული მომსახურება უნდა გაუწიონ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებს და ეს არის მათი ვალდებულება.

რაც შეეხება თავად კითხვას და მის სამართლებრივ მხარეს, კანონით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ ფუნქციებს. სხვა მხრივ მათ შეზღუდვები ამ თვალსაზრისით არ გააჩნიათ და მით უმეტეს მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანია, კანონის თანახმად, იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. სხვა მომენტია, როცა მსგავსი დავალების შესრულება ხორციელდება მაგალითად მუქარით, იძულებით, შანტაჟით ან კიდევ რაიმეს დაპირებით _ მაშინ საქმე გვაქვს აშკარა თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან და იგი ისჯება შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით, ოღონდ აღნიშნული გარემოება უნდა აღიარებულ იქნეს და დადასტურდეს ასეთი “ძალადობრივი მსხვერპლის” მიერ.

ირინა ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს” იურისტი: _ რადგან გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმას არ მოიტან პრობლემები შეგექმნებაო, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, მუქარა _ ხმის მიცემა არის ფარული, თავისუფალი და არავის წინასწარი კონტროლი ამაზე არ შეუძლია. ესენი ავალებენ, რომ გინდა თუ არა მომიყვანე ათი ამომრჩეველი, მათი პირადი მონაცემებით, რომელიც პირადი საიდუმლოებაა და არავის აქვს იმის უფლება, მოაგროვოს და მერე გაავრცელოს პარტიაში. ეს არის ხელოვნური ზეწოლა ადამიანებზე და ხმის მიცემაზე გავლენის მოხდენა.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გოჩა შანიძე, “გურია ნიუსთან” ამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ სოფლის რწმუნებულებთან, საჯარო მოხელეებთან, სოფლის აქტივისტების წარმომადგენლებთან, თუნდაც სკოლის, ბაღის თანამშრომლებთან ხელისუფლების შეხვედრების შესახებ მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია _ ახლა მიმდინარეობს სოფლის პროგრამების დაგეგმვის, განხილვისა და შეთანხმების პროცესი. საარჩევნოდ ადამიანების შეგროვებისთვის ხვდება ხელისუფლება მათ თუ სოფლის პროგრამების განსახილველად? მე მგონი, სოფლის პროგრამების განსახილველად. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა და მე მგონი, ცუდი და გასაკვირი არაფერი არ არის. რაც შეეხება მხარდამჭერების სიების შეგროვებას, ვის მიმართაც არის ეს კითხვა დასმული კონკრეტულად, ჯობია იმ ადამიანებმა გაგცეთ პასუხი. თუ ისინი თქვენთვის არადამაკმაყოფილებელ პასუხს გაგცემენ, შემიძლია მათთან ერთად მეც ვისაუბრო და გავიარო ეგ თემა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები მიდის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20 იანვარი, 2026

მუზეუმის საერთაშორისო დღე ოზურგეთში

სოფელ ჭაჭიეთს პრობლემები უხვად აქვს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო