ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები" სახელი შეეცვალა და დღეიდან, მხოლოდ "რესპუბლიკელები" ეწოდება.
ფრაქციის თავმჯდომარის, გოჩა ჯიქიას თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე მიიღეს. ფრაქციის სახელწოდფების ცვლილების მიუხედავად ამ ეტაპზე თანამდებობებზე რჩებიან "რესპუბლიკური პარტიის" წევრები.
რაც შეეხება კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ არცერთ მათგანს არ მიუღია. "ეროვნული ფორუმის" წევრები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და ფრაქციის სახელიც უცვლელი აქვთ.
ფრაქციის სახელწოდებიდან ამ დრომდე არ ამოუღით "ქართული ოცნება" "მრეწველებსა" და "კონსერვატორებს".