ნიადაგი რომ სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული სასუქის გარეშე ნაკლებად ნოყიერი და ნაყოფიერია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენს პირობებში, როცა ხშირად ვსაუბრობთ ნიადაგის გამამდიდრებელ სხვადასხვა საშუალებაზე, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ მდინარის ლამს და უმეტესად ნაკელს, ტორფს თუ კირს ვიყენებთ.
ლამს ნიადაგის განოყიერებისთვის მრავალწლიანი თვისება ახასიათებს, რაც ნაკლებად აქვს, მაგალითად, საქონლის ნაკელს, რომელიც ნიადაგში შეტანის მხოლოდ პირველ წელს არის საუკეთესო.
ლამს ხშირად ლაბსაც ეძახიან. ის ბლომად არის მდინარეების, ღელეების, დაჭაობებული ადგილების, გუბურების ნაპირებთან. ის ტალახის მასას მოგვაგონებს, არის უფრო მუქი შეფერილობის, ვიდრე ქვიშა და მასში არ უნდა აგვერიოს. ლამი შეიძლება, პირდაპირ შევიტანოთ ნიადაგში ან ავურიოთ კირში, ნაცარში, ნაკელში, მერე მოვაყაროთ ფართობზე და ჩავხნათ ან ჩავბაროთ. თუ არ დაიზარებთ და ამ შესანიშნავ არაორგანულ ნაკელს თქვენს ბაღჩა-ბაღებში გადაიტანთ ახლომდებარე მდინარეების თუ გუბურების სანაპიროებიდან, რამდენიმე წლის მანძილზე თქვენს საბოსტნე მიწას განოყიერება ნაკლებად დასჭირდება.