სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში ქალები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში _ აღნიშნულია კომპანია "ეისითის" კვლევაში, რომელიც წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.
მიგნება ეყრდნობა კვლევისა და ფოკუს ჯგუფების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული: საკრებულოში დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი კასპში, წალკასა და მარნეულში (ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები) 0%-დან მერყეობს, თეთრიწყაროში ‒ 24%-მდეა(ქვემო ქართლის რეგიონი) და წალენჯიხაში ‒ 26%-მდე (სამეგრელო‒ ზემო სვანეთის რეგიონი).
კვლევის სამიზნე რეგიონებში საკრებულოში დასაქმებული ქალების საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. კომიტეტებს 17 ქალი ხელმძღვანელობს, რაც მაღალ პოზიციაზე დასაქმებული ქალების 14%-ს შეადგენს. გამგეობაში დასაქმებული ქალების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 34%-ია, საერთო ჯამში, მაღალი პოზიციების 40% ქალებს უკავიათ. გამგეობაში დასაქმებული ქალების ყველაზე მცირე პროცენტული მაჩვენებელი ქობულეთსა და ქედაში (აჭარის რეგიონი) აღირიცხა, ხოლო ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ‒ 56% ბორჯომში დაფიქსირდა, რომელსაც 55%-ით ასპინძა მოსდევს (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), თუმცა ამ რეგიონული განსხვავებების ასახსნელად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ქალები თვითმმართველობის ყველა სამსახურსა და კომიტეტში არიან წარმოდგენილნი, მათ შორის ფინანსურ და იურიდიულ სამსახურებში, თუმცა მათი დიდი ნაწილი ტრადიციულად ისეთ სფეროებშია დასაქმებული, სადაც ქალები დომინირებენ ‒ განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებში. კვლევის რესპონდენტების 87.7%-ის თანახმად, ისინი არ არიან ჩართულნი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მათი უმრავლესობა ‒ 78.4% არ არის დაინტერესებული, ხოლო 15.1% ფიქრობს, რომ მათი ჩართულობა არაფერს შეცვლის, რადგან მათ ხმას ცვლილება არ შეუძლია. ამ კუთხით გენდერული განსხვავებები არ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობა საუბრობს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული, გასაკვირია, რომ რესპონდენტების 47.1%ის აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას ზოგ ჯერ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზ რის გათვალისწინება.
5.6% ფიქრობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს გადაწყვე ტილების მიღებისას ყოველთვის ითვალისწინებენ და მხოლოდ 25.7% ფიქრობს, რომ მათ აზრს გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ქალების ზეგავლენასთან დაკავშირებით შეხედულებები მსგავსია ერთი მხრივ, რესპონდენტების დაახლოებით 50% აცხადებს, რომ მათი აზრი გათვალისწინებულია, მეორე მხრივ, ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ.
ასეთი საპირისპირო სურათის მიღება შეიძლე ბა განპირობებული იყოს პასუხებზე ე.წ. „სოციალური სასურველობის“ ზეგავლენით, როდესაც რესპონდენტი ცდილობს, ისეთი პასუხი გასცეს, როგორიც მისი აზრით მისაღები იქნება ინტერვ¬უერისათვის. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ რესპონდენტები ნაკლებად ინფორმირებულები არიან გადაწყვეტილებების შესახებ და არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ნაკლებად ჩართულობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლე ბა ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები ჩაითვალოს.
მიგნება ეყრდნობა ფოკუს ჯგუფის, ასევე ძირითად ინფორმანტებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად მიღებულ ინფორმაციას: ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ინფორმირებულები არიან, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებს ძირითადად კაცები იღებენ.
მათი შეფასებით, ადგილობრივი მთავრობის 80%-ს კაცები შეადგენენ, თუმცა არათანაბარ განაწილებას პრობლემად არც ქალები აღიქვამენ და არც – კაცები. კაცი მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქალები უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მი¬ღების პროცესში, თუმცა, მათი მოსაზრებით, ქალის მთავარი მოვალეობა ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმეების შესრულებაა.
ეს კი მათ სხვა აქტივობებისთვის ნაკლებ დროს უტოვებს. როგორც ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს: გენდერული თანასწორობა ახლა აქტუალურია. მერე ბავშვებს ვინ გაზრდის? _ ქართული ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალები არ უნდა იყვნენ სათემო საკითხებში ჩართულები.
რაღაც მიზეზების გამო ეს სიტუაცია (ქალების სუბორდინირებული პოზიცია საზოგადოებაში) დრამატულად არის წარმოჩენილი, დამძიმებულია – (ამბობენ), რომ ქალი დაჩაგრულია და მისი გააქტიურებაა საჭირო.
ამასთან ერთად, ფოკუს ჯგუფების კაცი მონაწილეები ფიქრობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის პრობლემას ვინ წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს: ქალი თუ კაცი, მაგრამ ვინაიდან ქალები ძირითადად საშინაო საქმეებით არიან დაკავავებული, უმჯობესია, ეს კაცმა გააკეთოს, რა დგან ის „ნებისმიერ შემთხვევაში გადის სახლიდან“.
ფოკუს ჯგუფის მონაწილე ის ქალები, რომლებიც არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ არიან მსგავსი საკითხებით დაინტერესებულნი, ამ პოზიციას ეთანხმებიან.
განსხვავებულია ფოკუს ჯგუფების მონაწილე იმ ქალების პოზიცია, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელებასა და განხილვებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ისინი თვლიან, რომ მათი როლი მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა, რის დასადასტურებლადაც კონკრეტული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გამოცდილების მქონე ქალების რიცხვი ფოკუს ჯგუფებში საკმაოდ მცირე იყო.
ფოკუს ჯგუფის დისკუსიებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ქალები, ქალის როლის საკუთარი აღქმიდან გამომდინარე, უმეტესწილად პასიურები არიან სათემო გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, რაც სრულად ემთხვევა ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომელთა მიხედვითაც ქალი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს, ხოლო სახლს გარეთ ოჯახის ინტერესებს მისი ქმარი წარმოადგენს.
ამ სტერეოტიპების გამო, ქალები თავს იკავებენ სახლს გარეთ ინიციატივების გამოჩენისგან. ასე რომ, გენდერული სტერეოტიპები ზღუდავენ ქალის საშუალებას – იმოქმედოს. კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღქმით, გენდერული ბალანსის მოთხოვნები მათ აქტივობებში „ხელოვნურია“.
მისი აზრით, სამუშაო უნდა შესრულდეს საზოგადოებრივ დონეზე, რათა საზოგადოების ყველა წევრს მიეწოდოს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ. ბიზნესის მხარდამჭერი გრანტების თანაბრად გადანაწილების მცდელობა ქალებსა და კაცებზე კი აღიქმებოდა, როგორც ა) ძალიან რთული, რადგან ბიზნეს აქტივობების არსებული გენდერული გადანაწილება არათანაბარია და ამ სფეროში უფრო მეტი კაცია ჩართული, ვიდრე – ქალი და ბ) არაეფექტური, რადგან ეს აქტივობების ხარისხის ხარჯზე, გენდერული თანასწორობის მხრივ არსებულ სიტუაციას „მხოლოდ 1%-ით“ გააუმჯობესებდა. ამგვარი მსჯელობა ადასტუ-რებს დადებითი ქმედებისა და გენდერული მეინსტრიმინგის შეზღუდულ გაგებას.
მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმაც.
სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასების კვლევა განხორციელდა კვლევითი კომპანია „ეისითის“ მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის გან ვითარების თანამშრომლობის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.