ის, რაც 10 წლის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს, რაც თანამედროვე მეცნიერების განვითარების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ვეღარავის გააოცებ სხვადასხვა სახის ნეირონული ინტერფეისებით, მაშინ როცა ადამიანს მხოლოდ გონების ძალით შეუძლია სხვადასხვა მექანიზმებისა და პროგრამების მართვა. ფლორიდის უნივერსიტეტმა დრონების პილოტირებით გატაცებულ სტუდენტებს შორის შეჯიბრიც კი გამართა, რომლის მთავარი პირობა იყო კვადროკოპტერების მხოლოდ საკუთარი გონების ძალით მართვა.
შეჯიბრს The Brain Drone Race ერქვა. მონაწილეებს თავზე სენსორები ჰქონდათ დამაგრებული, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირდებოდნენ და განსაზღვრავდნენ ტვინის აქტიურობას. თითოეული პილოტის მიზანი იყო საკუთარი დრონი ფინიშთან რაც შეიძლება მალე მიეყვანა. შეჯიბრის მთავარი პრიზები იყო უსადენო ყურსასმენი Beats Studio, კამერა GoPro Hero4 და საათი Apple Watch.
ალბათ ხვდებით, რომ ამ შეჯიბრის არსი დრონების სწრაფად გადაადგილებაში არ მდგომარეობდა. ფლორიდის უნივერსიტეტის მკველავრები მუშაობენ ნეიროინტერფეისის გაუმჯობესებაზე, რათა სამომავლოდ პარალიზებულ ადამიანებს სრულფასოვნად ცხოვრების საშულაება მიეცეთ უზუსტესი პროთეზებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც მხოლოდ გონების ძალით იმართება.