საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობით შპს „მაგთიკომმა“ აბონენტს მ. გ-ს სადავო დავალიანება 4 232 ლარის ოდენობით სრულად ჩამოაწერა.
კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2016 წლის 2 მარტს საჩივრით მიმართა შპს „მაგთიკომის“ კორპორატიულმა მომხმარებელმა მ. გ-მ. აბონენტი სადავოდ ხდიდა მის სარგებლობაში არსებულ სააბონენტო ნომერზე შპს „მაგთიკომის“ მიერ ინტერნეტ მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების (4232 ლარის) წარმოშობის საფუძველს და მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს. ვინაიდან მომხმარებლის მტკიცებით, იგი არ სარგებლობდა აღნიშნულ კორპორატიულ ნომერზე ინტერნეტ მომსახურებით,
შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მომხმარებელ მ. გ.-სთვის ინტერნეტ მომსახურების გაწევის და ამ მომსახურების შედეგად დარიცხული თანხის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს ეკისრება, მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე, მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი ინფორმირების ვალდებულება.
„ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებელს სრულად ჩამოაწერა სადავო დავალიანება. კომპანიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებთ და იმედს გამოთქვამთ, რომ სამომავლოდ მობილური ოპერატორები ბევრად ეფექტურად უზრუნველყოფენ მომხმარებელთა ფართო ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვას“ – მიიჩნევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე