საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იჭიდავა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა ჭაბუკებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს.
გერმანიის დედაქალაქში ჩატარებულ ევროპის თასზე სულ 36 ქვეყნის 647 ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების შედეგები ევროპის თასზე
(ბერლინი, 30 აპრილი – 1 მაისი
ოქრო – ოთარ ტალახაშვილი (-55კგ), გელა ზაალიშვილი (+90კგ)
ვერცხლი – საბა გრიგალაშვილი (-60კგ), ტატო გრიგალაშვილი (-73კგ), სოსო ებილაშვილი (-81კგ), ნიკა დონღვანი (+90კგ)
ბრინჯაო – სანდრო ძამაშვილი (-50კგ), გაგა ბახტიძე (-60კგ), ალეკო მამიაშვილი (-66კგ), ნოდარ ბერიაშვილი (-81კგ), ომარ საური (-90კგ), ამირან წიქორიძე (+90კგ).